კობი ბრაიანტი "ვირტუსს" 15 მილიონ დოლარს თხოვს

AutoSharing Option
"ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა "ვირტუსის" 6.7-მილიონიანი წინადადება უარყო. ამერიკელმა მოთამაშემ იტალიელებს, მათ გუნდში თამაშისთვის 15 მილიონი მოსთხოვა. გადასახადების გამოკლებით ეს თანხა დაახლოებით 7.5 მილიონს შეადგენს.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელი კლაუდიო საბატინი ასეთი მოთხოვნებით შოკირებულია. თუმცა, ბრაიანტი უახლოეს დღეებში იტალიას მაინც ეწვევა, სადაც მხარეებმა შეასაძლოა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმონ.

მომზადებულია Bolognabasket-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული