მეგობრებთან კალათბურთის თამაშის შემდეგ არვიდასმა თავი ცუდად იგრძნო. მატჩი უკვე დასრულებული იყო და სხვა მოთამაშეები გასახდელში იყვნენ, საბონისი კი დარბაზში სკამზე ჩამოჯდა და წყალი დალია იმ იმედად, რომ თავს კარგად იგრძნობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისიც გასახდელში გაემართა, სადაც დახმარება მოითხოვა.
46 წლის კალათბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთი წყაროს ცნობით, გულის შეტევა ძლიერი არ იყო, მეორე წყა
ბოლოს კი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა: კაუნასის კარდიოლოგიური კლინიკის ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ლეგენდარული კალათბურთელი. საბონისს მიოკარდის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს. დაახლოებით ერთ თვეში სარეაბილიტაციო კურსი დაიწყება.
ექიმების თქმით, კალათბურთელმა თავად სთხოვა მათ, რომ დაემშვიდებინათ მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები. “ჯანმრთელი ვარ და დიდხანს ვიცოცხლებ”, - ღიმილით უთქვამს კაუნასის ”ჟალგირისის” ამჟამინდელ პრეზიდენტს.
კარდიოცენტრის მთავარმა ექიმმა რიმიგილიუს ჟალიუნასმა დადებითად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და განწყობა, აგრეთვე განაცხადა, რომ სამედიცინო ტესტების შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ინფარქტის შემთხვევაში არ შეიძლება ასი პროცენტით იყო დარწმუნებული: “მსგავს შემთხვევებში რთულია გარანტიების მიცემა. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეში ან ნახევარ წელიწადში. მაგრამ ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეოაბა ყველა მაჩვენებლის მიხედვით უმჯობესდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ხუთშაბათს შევძლებთ
ინტენსიური თერაპიის პალატიდან ჩვეულებრივ პალატაში მის გადაყვანას”.
ჟალიუნასის სიტყვებით, დროულმა ჩარევამ ექიმებს საშუალება მისცა სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღედგინათ და თავიდან აეცილებინათ გულის კუნთის შეუქცევადი დაზიანება. ეს იმედს უტოვებს ექიმებს, რომ მომავალში საბონისს აღარ შეექმნება გულთან დაკავშირებული ახალი პრობლემები.
არვიდასი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ლიტვური კალათბურთის საქმეებით, საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 24 ოქტომბერს არის დანიშნული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"