ახალი ამბები კობიზე, ევროლიგაზე, საბონისზე...

AutoSharing Option

ბოლონიას "ვირტუსის" ხელმძღვანელობამ და კობი ბრაიანტის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესრელიზი გაავრცელეს, რომელიც ამერიკელი კალათბურთელის იტალიურ კლუბში სავარაუდო გადასვლას ეხება.

"კონტრაქტის გასაფორმებლად მონდომებით მუშაობას ვაგრძელებთ. კომპრომისის მიღწევა - ეს რთული პროცესია, რომელსაც თითოეულ ნიუანსში ორივე მხარის მონაწილეობა სჭირდება.

მხარეები აპირებენ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დასრულებას, რომლის მიხედვითაც კობი ბრაიანტი იტალიაში ითამაშებს. ეს ტრანსფერი მთელს იტალიურ კალათბურთს მოუტანს სარგებლობას", - წერია პრესრელიზში.

* * *

"ბოსტონ სელტიქსი" ლოკაუტის დასრულების შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ფორვარდ ჯოშ ჰოვარდის გაფორმება, რომელმაც სრულად მოირჩინა 2010
წლის თებერვალში მიღებული მუხლის ტრავმა.

შარშან ჰოვარდმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა "ვაშინგტონ უიზარდსის" შემადგენლობაში და საშუალოდ 8.4 ქულა დააგროვა.

* * *

ბელგიაში დასრულდა ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი. მისი შედეგების მიხედვით გაირკვა ის ორი გუნდი, რომელიც მთავარი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

პირველ ფინალში თურქეთის "გალათასარაიმ" 71:63 დაამარცხა ლიტვის "ლეტუვოს რიტასი" - 71:63. თურქები ჯგუფურ ეტაპზე D ჯგუფში "ბარსელონასთან", "მონტეპასკისთან", "პროკომთან", "ოლიმპიასთან" და უნიქსთან მოხვდნენ.

მეორე ფინალში ბელგიურმა "შარლერუამ" 26 ქულით გაანადგურა ჩეხეთის "ნიმბურკი" - 79:53 და C ჯგუფში შეუერთდა "რეალს", "მაკაბის", "პარტიზანს", "ეფეს პილსენსა" და "მილანს".

ლ. რიტასი-გალათასარაი 63:71
21:13, 7:17, 12:22, 23:19
ლ-რ: სეიბუტისი (15), იერეტინი (12), ბარბაუსკასი (10), ვალანჩუნასი (8+5 მოხსნა), რაისი (8+4 პასი), რობერტსი (8+10 მოხსნა).
გ: შუმპერტი (14), ანდრიჩი (12), შიპი (12+6 მოხსნა), ლაკოვიჩი (10+5 პასი), სონგაილა (8).

შარლერუა-ნიმბურკი 79:53
15:13, 19:8, 20:15, 25:17
შ: ჰილი (21+12 მოხსნა), მალეტი (18), გრინი (12+6 მოხსნა), ბეგინი (11+9 მოხსნა).
ნ: ლოურენსი (10), უილსონი (9), სიმონსი (8+5 მოხსნა).

* * *
ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინფარქტი გადაიტანა, საავადმყოფოდან გამოწერეს. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის მდგომარეობა იმაზე სწრაფად დასტაბილურდა, ვიდრე ამას ექიმები ელოდნენ. ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება საბონისი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაეყვანათ.

ახლა არვიდასს რეაბილიტაციის კურსი ელის, რომელიც სამი-ოთზი კვირა გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული