შარშანდელი სეზონის ჩაგდების შემდეგ არმიულმა კლუბმა დიდძალი თანხა დახარჯა შემადგენლობის გასაძლიერებლად.
ტეოდოშიჩი, კრსტიჩი, ლავრინოვიჩი, კირილენკო, ხრიაპა - ასეთი შენაძენის ფონზე კაუნასელთა ახალწვეულები - ტაი ლოუსონი, სონი უიმსი და რობერტას იავტოკასი, უბრალოდ ჩრდილში მოექცნენ.
"ჟალგირისის" ბერძნელმა მწვრთნელმა ელიას ცუროსმა თავის ოპინენტს იონას კაზლაუსკასს ზონური დაცვა შესთავაზა, მაგრამ ამ სვლამ არ გაამართლა. კირილენკო, შვედი და შიშკაუსკასი მეთოდურად აგდებდნენ სამქულიანებს, თუ ზონური დაცვის გარღვევას ვერ ახერხებნენ, გენიალური
ცსკა დამაჯერებლად აკონტროლებდა თამაშს და მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა მეორე მეოთხედის შუაში. ლოუსონისა და მარკო პოპოვიჩის დუეტმა გააქტიურეს "ჟალგირისის" თამაში უკანა ხაზზე, იავტოკასმა და კომპანიამ კი სამწამიანში უპირატესობა მოუტანეს საკუთარ გუნდს. შედეგად, "ჟალგირისმა" თითქმის გააბათილა ათქულიანი ჩამორჩენა და მაქსიმალურად მიუახლოვდა არმიელებს. მაგრამ, როგორც კი ცუროსი ზონურ დაცვას დაუბრუნდა, სტუმრებმა მაშინვე დაიბრუნეს კომფორტული 10-12-ქულიანი უპირატესობა.
შეტევის გარდა, მოსკოველები შესანიშნავად მოქმედებდნენ დაცვაში. კირილენკოს მოედანზე ყოფნამ ცსკა-ს დაცვა პრაქტიკულად გაუვალი გახადა. "იუტა ჯაზის" ყოფილ ფორვარდს უკვე მესამე მეოთხედის შუაში ორმაგი დუბლი ჰქონდა გაფორმებული. კარგი მონაკვეთი ჰქონდა კრსტიჩს, შემდეგ კი ზედიზედ ხუთი ქულა ჩააგდო შვედმა და სწორედ მან სხვაობა 12-ქულიანი გახადა - 44:58.
და მივიღეთ ის, რომ სტუმართა კარგად აწყობილ თამაშს ლიტველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. მასპინძლები ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას და რაღაც მომენტებში თითქმის გამოუვიდათ ეს, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. 74:87 - ცსკა-მ გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი და თან ისეთი თამაში აჩვენა, რომ მაშინვე ტურნირის მთავარ ფავორიტებში ჩაეწერა. სხვა საქმეა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ NBA-ში სეზონი დაიწყება და კირილენკო ოკეანის გაღმა გაემგზავრება. ამ კითხვაზე ჯერ ადრეა პასუხი.
B ჯგუფი
ჟალგირისი-ცსკა 74:87
16:25, 15:19, 21:23, 22:20
ჟ: კოლინზი (18+4 პასი), უიმსი (16+6 მოხსნა), პოპოვიჩი (8), ლოუსონი (7), დელინინკაიტისი (6), იანკუნასი (4+5 მოხსნა), იავტოკასი (4), კუზმინსკასი (4), კალნიეტისი (3), რაკოვიჩი (2), კლიმავიჩუსი (2).
ც: შვედი (19), კირილენკო (17+15 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ტეოდოშიჩი (14+8 პასი), კრსტიჩი (12+6 მოხსნა), დ. ლავრინოვიჩი (12), შიშკაუსკასი (5), ხრიაპა (5+6 მოხსნა+4 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"