ერთ-ერთი ლიტვური გამოცემისთვის მიცემულ პატარა ინტერვიუში ვალანჩიუნასი თავისი წარმატების საიდუმლოზე ლაპარაკობს.
- რა უარყოფითი მხარეები აქვს თქვენი ასაკის კალათბურთელებს?
- ჯერჯერობით უფროსების დონეზე სათამაშოდ არასაკმარისი გამოცდილება მაქვს. ერთია თანატოლებს ებრძოლო
- არადა, ამის გარეშე NBA-ში არაფერი გამოვა...
- ამაში მართალი ხართ.
- ამ ზაფხულს NBA-ის დრაფტზე მეხუთე ნომრად აგირჩიათ “ტორონტომ”. ოკეანის გაღმა გამგზავრებას არ აპირებთ?
- ჯერ ადრეა. თანაც იქ ისედაც ლოკაუტია.
- უსიამოვნო შეკითხვაა, მაგრამ ყველას აინტერესებს - რა დაემართა ლიტვას ევრობასკეტზე?
- არ მიყვარს წარსულის გახსენება. ერთი მატჩი შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა წააგოს. უნდა ვიფიქროთ არა იმაზე - რა იყო, არამედ - რა იქნება. მთავარია, ამ წარუმატებლობისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.
- მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თქვენთის სასიამოვნო მომენტებიც იყო. რომელ მატჩს მიიჩნევთ საუკეთესოდ?
- ბოლო მატჩი ჯგუფში გერმანიასთან. მასზე იყო დამოკიდებული ჩვენი მეოთხედფინალში გასვლა (ლიტვას ის შეხვედრა ათზე მეტი ქულით არ უნდა წაეგო).
- იმ მატჩის ბოლოს თქვენ თვით დირკ ნოვიცკის დაუფარეთ, აგრეთვე ორი ულამაზესი ბურთი ჩააგდეთ...
- ამ ბურთებისთვის შარუნას იასიკიავიჩუსს უნდა გადავუხადო მადლობა.
- გაგიმართლათ, რომ ევრობასკეტზე ასეთი სახელოვანი ლიტველის გვერდით ითამაშეთ, მაგრამ სხვა, უფრო დიად თანამემამულეს გადარებენ - არვიდას საბონისს. რა დამოკიდებულები გაქვთ ამგვარი კომპლიმენტების მიმართ?
- კარგი იქნებოდა, მასსავით პასების დარიგება რომ შემეძლოს. სხვათა შორის საბონისის ვაჟი ტაუტვიდასი - ჩემი კარგი მეგობარია. ერთ ნომერში ვცხოვრობდით და ხშირად ერთად ვუყურებდით ინტერნეტით არვიდასის მომენტების კოლაჟებს. გარდა ამისა ტაუტვიდასი იმ საკალათბურთო რჩევებს მანდობს, რომლითაც მას მამამისი ამარაგებს. ასე რომ, შეიძლება ითქვას არვიდასისგან დაუსწრებლად ვიღებ კალათბურთის გაკვეთილებს.
იონას ვალანჩუნასი
დაიბადა 1992 წლის 6 მაისს. სიმაღლე: 210 სმ. 109 კგ.
ცენტრი. თამაშობდა ლიტვურ კლუბებში: "პერლასი" (სეზონი - 2008/09, 2009/10), "ლეტუვოს რიტასი" (2009/10 წლების სეზონის შუიდან).
ტიტულები: ლიტვის ჩემპიონი - 2009/10. ლიტვის თასის მფლობელი - 2010.
ლიტვის ნაკრების რიგებში გახდა MVP: ეჩ-2008 (U16), ეჩ-2010 (U18) და ეჩ-2011 (U19).
NBA-ის 2011 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია “ტორონტო რეპტორზმა”, მაგრამ კანადურ კლუბთან 2012 წლის ზაფხულამდე ვერ გააფორმებს კონტრაქტს - ასეთი პუნტი არსებობს “ლეტუვოს რიტასთან” მოქმედ კონტრაქტში.
ვალანჩუნასი ნაკრებში
ეჩ-2007 (U16) 7 7,9 2,3 2,9
ეჩ-2008 (U16) 8 23,5 14,3 11,1
ეჩ-2009 (U18) 9 27,6 19,3 10,6
ეჩ-2010 (U18) 9 30,2 19,4 13,4
ეჩ-2011 (U19) 9 30,9 23,0 13,9
ეჩ-2011 10 15,7 8,4 4,1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"