ახალ პოსტზე 46 წლის საბონისის პირველადი ამოცანა იქნება ლიტვისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. სწორედ ამ შეჯიბრზე განაწილდება ლონდონის თამაშების სამი საგზური. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია პრეტენდენტი ქვეყნების განაცხადებს მიღებას 31 ოქტომბერს დაასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"