არვიდასი პრეზიდენტია

AutoSharing Option
ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი ერთხმად აირჩიეს ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ამ პოსტზე მან ვლადას გარასტასი შეცვალა და ფედერაციის რეგლამენტის თანახმად, საბონისს “ჟალგირისის” პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ახალ პოსტზე 46 წლის საბონისის პირველადი ამოცანა იქნება ლიტვისთვის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. სწორედ ამ შეჯიბრზე განაწილდება ლონდონის თამაშების სამი საგზური. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია პრეტენდენტი ქვეყნების განაცხადებს მიღებას 31 ოქტომბერს დაასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული