ქართველი გულშემატკივრების ყურადღებას, პირველ რიგში, "კანტუსა" და "ბილბაოს" შეხვედრა იწვევდა და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ იტალიელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ჩვენიანებმა შეიტანეს.
გუნდები თითო მოგებით შეხვდნენ აღნიშნულ შეხვედრას და პრაქტიკულად, ეს იყო თამაში ჯგუფში მეორე ადგილისთვის. "კანტუმ" გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მეორე მეოთხედში მიაყენა, როცა 10-წუთიანი მონაკვეთი რვა ქულით მოიგო და პირველი ტაიმი 11 ქულის სხვაობით დაასრულა.
მეორე ნახევარში "ბილბაომ" სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა და მატჩის
მანუჩარმა 12 ქულა დააგროვა, ხოლო "კანტუს" რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო 16 ქულით, რასაც ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნაც დაუმატა.
A ჯგუფში პირველ გამარჯვებას მიაღწია თურქეთის "ფენერბაჰჩემ", რომელმაც შინ საფრანგეთის "ნანსი" მიიღო.
მასპინძლებს თითქოს იოლად უნდა მოეგოთ ეს შეხვედრა. პირველი ტაიმის შემდეგ თურქების უპირატესობა 21 ქულას შეადგენდა, მაგრამ "ფენებაჰჩემ, როგორც ჩანს, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და ამისთვის კინაღამ დაისაჯა.
"ნანსიმ" ვიქტორ სამნიკისა და ნიკოლა ბატუმის მონდომებით 12 ქულით მოიგო მესამე მეოთხედი და ბოლო 10-წუთეულის წინ სხვაობა მხოლოდ 9 ქულა იყო. ფრანგებმა ამ ჩამორჩენას კიდევ ხუთი ქულა ჩამოაკლეს, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყოთ და ოთხი ქულით დამარცხდნენ - 86:90.
* * *
B ჯგუფის ერთადერთ შეხვედრაში ყველაზე დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. გერმანიის "ბამბერგი" საკუთარ მოედანზე იღებდა ესპანეთის "უნიკახას" და მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, თითქმის სულ მდევრის როლში იყო.
ყველაფერი მატჩის ბოლო წამებზე გადაწყდა. გერმანელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ბრაიან რობერტსმა საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე დააწინაურა "ბამბერგი" - 78:77. საპასუხო შეტევაში "უნიკახას" ლატვიელმა ლეგიონერმა ვალტერსმა სამქულიანი ააცილა, თუმცა შეტევაში მოხსნა და ორი ქულა მიითვალა ბერნი როდრიგესმა და წინ გაიყვანა "უნიკახა".
მასპინძლებს ოთხი წამი რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად. რობერტსმა სროლა მოასწრო, მაგრამ ააცილა და სტუმრებმა ჯგუფში მეორე შეხვედრა მინიმალური ანგარიშით - 79:78 მოიგეს.
* * *
C ჯგუფში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აქამდე დაუმარცხებელი "რეალი" თელ-ავივში "მაკაბის" სტუმრობდა.
ამ მატჩში საუკეთესო იყო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მცველი ჯორდან ფარმარი, რომელმაც "მაკაბის" 27 ქულა მოუტანა. სწორედ მისი მონდომებით მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოიგეს. "მაკაბი" მესამე მეოთხედშიც აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას და თამაშის ეს მონაკვეთი შვიდი ქულით მოიგო, რამაც ბოლო 10-წუთეულის წინ 12 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.
თუმცა "რეალმა" შეძლო გაბრძოლება და ბოლო მეოთხედში ექვსქულიან უპირატესობასაც მიაღწია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის გადასარჩენად.
"მაკაბიმ" 88:82 გაიმარჯვა და ქულებით გაუთანაბრდა "სამეფო კლუბს".
ჯგუფში პირველ გამარჯვებას მიაღწია ბელგრადის "პარტიზანმა" და სამწუხაროდ, მან თორნიკე შენგელიას "შარლერუას" დამარცხება მოახერხა. ქართველი ფორვარდი ამჯერადაც კარგად გამოიყურებოდა და 16 ქულა შესძინა თავის გუნდს.
პირველ ტაიმში "პარტიზანი" უკეთესად გამოიყურებოდა და დიდი შესვენებისთვის 8-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მაგრამ მეოთხე მეოთხედში პრაქტიკულად ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, რადგან "შარლერუამ" სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა.
თუმცა ბელგიელებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. სერბებმა ბოლო მეოთხედში ისევ დაიბრუნეს უპირატესობა და საბოლოოდ, 10 ქულით გამარჯვება შეძლეს - 91:81.
C ჯგუფში "რეალსა" და "მაკაბის" შეუერთდა "ეფესი", რომელიც ორი მოგებით ასევე ლიდერთა შორისაა. თურქულმა გრანდმა პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყვიტა სტუმრად "მილანის" წინააღმდეგ მატჩის ბედი.
საწყისი 10 წუთი "ეფესმა" 22:9 მოიგო. მართალია, დარჩენილ სამ მეოთხედს იტალიელები იგებდნენ, მაგრამ ჯამში მხოლოდ ხუთი ქულის გაბათილება მოახერხეს და საბოლოოდ, 54:62 დამარცხდნენ.
"მილანის" რიგებში მხოლოდ ორი კალათბურთელის გამოყოფა შეიძლება - გალინარიმ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბურუსისის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო - 11 ქულა და 10 მოხსნა. "ეფესში" კი სამი კალათბურთელი გადაცდა 10-ქულიან ზღვარს და მათგან საუკეთესო იყო ბარაცი - 16 ქულით.
* * *
ყველაზე იოლ გამარჯვებას გუშინ ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა - "ბარსელონამ" მიაღწია, რომელმაც საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა სტუმრად რუსეთის უნიქსს. კატალონელებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს მეტოქეს და ჯამში ეს უპირატესობა 28-ქულიან სხვაობაში გამოისახა - 93:65.
რუსების ამ განადგურებაში "ბარსას" თითქმის ყველა წამყვანი კალათბურთელი იღებდა მონაწილეობას. 24 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო სლოვენიელი ლორბეკი. შემდეგ მოდიან ნავარო 19 ქულით, მიკელი - 16-ითა და მარსელინიო უერტასი 10 ქულით, რომელმაც ამ მონაგარს რვა პასიც დაუმატა.
A ჯგუფი
კანტუ-ბილბაო 78:69
18:15, 24:16, 18:19, 18:19
კ: შერმადინი (16+6 მოხსნა), ლაუნენი (14), მარკოიშვილი (12), ჩინჩარინი (10+6 პასი), მიჩოვი (9+5 მოხსნა).
ბ: მუმბრუ (20), ბანიჩი (19), ფიშერი (10).
ფენერბაჰჩე-ნანსი 90:86
23:17, 32:17, 15:27, 20:25
ფ: სეფოლოშა (19+5 მოხსნა), სავაში (13), გისტი (13), ონანი (13), ბოგდანოვიჩი (11), პეკერი (10).
ნ: სამნიკი (24), ბატუმი (22+6 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), შულერი (13), მოერმანი (11+15 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლინეჰანი (5+15 პასი).
მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 3 0 17
2. კანტუ 2 1 8
3. ნანსი 1 2 -1
4. ფენერბაჰჩე 1 2 -6
5. ბილბაო 1 2 -8
6. ოლიმპიაკოსი 1 2 -10
B ჯგუფი
ბამბერგი-უნიკახა 78:79
27:22, 11:20, 23:21, 17:16
ბ: რობერტსი (16+4 პასი), სლოფტერი (16+6 მოხსნა), ჰაველი (14), ჯენკინსი (14).
უ: ფრილენდი (18+7 მოხსნა), ზორიჩი (13+7 მოხსნა), სინანოვიჩი (11), დარდენი (10), როდრიგესი (8).
მ წ +/-
1. ცსკა 3 0 75
2. პანათინაიკოსი 2 0 40
3. უნიკახა 2 1 -13
4. ბამბერგი 1 2 10
5. ჟალგირისი 0 2 -20
6. ზაგრები 0 3 -92
C ჯგუფი
მაკაბი-რეალი 88:82
21:21, 25:20, 28:21, 14:20
მ: ფარმარი (27+5 პასი), შორცანიდისი (16), ბლუ (16), სმიტი (15+6 მოხსნა).
რ: კეროლი (18), რეიესი (15), ფერნანდესი (13), იბაკა (9+8 მოხსნა).
პარტიზანი-შარლერუა 91:81
22:17, 30:27, 21:26, 18:11
პ: ლოუ (26+7 პასი), პეკოვიჩი (21), მაჩვანი (15+6 მოხსნა), მილოსავლევიჩი (14).
შ: მალეტი (19+4 პასი), შენგელია (16), ჰილი (15+9 მოხსნა), რიდიკი (10), უელში (10).
მილანი-ეფესი 54:62
9:22, 12:11, 15:14, 18:15
მ: გალინარი (12+8 მოხსნა), ბურუსისი (11+10 მოხსნა).
ე: ბარაცი (16+7 მოხსნა), კინსი (13+8 მოხსნა), ვუიაჩიჩი (12+5 მოხსნა), ილიასოვა (8+9 მოხსნა).
მ წ +/-
1. რეალი 2 1 25
2. ეფესი 2 1 18
3. მაკაბი 2 1 3
4. პარტიზანი 1 2 -5
5. მილანი 1 2 -8
6. შარლერუა 1 2 -33
D ჯგუფი
უნიქსი-ბარსელონა 65:93
14:23, 18:21, 16:25, 17:24
უ: ლაიდეი (14), ვერემეენკო (11), მაკარტი (10).
ბ: ლორბეკი (24+5 მოხსნა), ნავარო (19+4 პასი), მიკელი (16+6 მოხსნა), მარსელინიო უერტასი (10+8 პასი).
მ წ +/-
1. ბარსელონა 3 0 77
2. მონტეპასკი 3 0 56
3. გალათასარაი 1 2 -26
4. უნიქსი 1 2 -32
5. ოლიმპია 1 2 -36
6. პროკომი 0 3 -39
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"