ფარმარი ევროპას ეჩვევა

AutoSharing Option
ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური ათენში დასრულდა, სადაც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" B ჯგუფის ერთ-ერთ აუთსაიდერ კაუნასის "ჟალგირისს" მასპინძლობდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძნებმა დიდი ანგარიშით გამარჯვება შეძლეს, თუმცა მატჩის მეორე მეოთხედში მასპინძლებს გაუჭირდათ და 10-წუთიანი მონაკვეთი რვა ქულით წააგეს, რამაც დიდი შესვენებისთვის ლიტველებს ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა. მაგრამ "ჟალგირისმა" მთლიანად ჩააგდო მესამე მეოთხედი და შემდეგ წინ გაჭრილი გრანდის დაწევა ვეღარ შეძლო.

B ჯგუფი
პანათინაიკოსი-ჟალგირისი 92:75
25:21, 13:21, 26:13, 28:20
პ: დიამანტიდისი (16), ბატისტი (14), ლოგანი (13), ვუიუკასი (13).
ჟ: უიმსი (21), ლოუსონი
(14), რაკოვიჩი (12).

მ წ +/-
1. ცსკა 3 0 75
2. პანათინაიკოსი 3 0 57
3. უნიკახა 2 1 -13
4. ბამბერგი 1 2 10
5. ჟალგირისი 0 3 -37
6. ზაგრები 0 3 -92

* * *
ტრადიციულად, ევროლიგამ ტურის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა "ნიუ ჯერსი ნეტსის" მცველი ჯორდან ფარმარი, რომელიც ლოკაუტის პერიოდში თელ-ავივის "მაკაბის" ღირსებას იცავდა.

ფარმარი თანდათან ეჩვევა ევროპულ კალათბურთს. თუ პირველ ორ ტურში არც ისე დამაჯერებელ თამაშს აჩვენებდა, ამჯერად, ამერიკელი "მაკაბის" ნამდვილ ლიდერად წარმოგვიდგა. "რეალის" წინააღმდეგ ის ბევრს აგდებდა, პასებსაც უხვად არიგებდა და უნარიანად მიჰყავდა თამაში. საბოლოოდ, ჯორდანმა 27 ქულა, ხუთი შედეგიანი პასი და ოთხი მოხსნა მიითვალა.

სარგებლიანობის მიხედვით ტურის მეორე მოთამაშე გახდა ეისი ლოუ, მესამე - რიმანტას კაუკენასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული