მაგალითად, D ჯგუფში ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ" შინ ოვერტაიმში გაჭირვებით მოუგო პოლონეთის "პროკომს" - 78:76 და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ცენტრმა შეიტანა. 32 წუთში ზაზამ 19 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა "ბარსელონასა" და "ოლიმპიას" შეხვედრაში. ჯერ ერთი, კატალონურმა კლუბმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ცსკა-ს მსგავსად გაიფორმა შემდეგ ეტაპზე თამაში.
გარდა ამისა, ამ მატჩში "ბარსას"
რაც შეეხება შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონამ" შინ უშანსოდ დატოვა სლოვენიის ჩემპიონი. მასპინძლებმა 26 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. მათ მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ბოლო მეოთხედში მოდუნდნენ და მატჩის ეს მონაკვეთი 14:9 მოაგებინეს "ოლიმპიას".
სლოვენიელები მეხუთე ადგილზე დარჩნენ და ორი მოგებით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "გალათასარაის". შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან სწორედ ოთხი გუნდი გადადის.
გალათასარაი-პროკომი 78:76 (ო)
12:14, 22:17, 12:26, 24:13, 8:6
გ: ფაჩულია (19+10 მოხსნა), შუმპერტი (13+7 მოხსნა), ლუკასი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სონგაილა (10).
პ: მოტეიუნასი (22+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლაფაიეტი (18+4 ჩაჭრა), ზამოისკი (15).
ბარსელონა-ოლიმპია 72:46
23:16, 17:10, 23:6, 9:14
ბ: ნავარო (14), მარსელინიო (12), პეროვიჩი (12).
ო: ჩაპინი (10), გრინი (10+5 მოხსნა).
მ წ +/-
1. ბარსელონა 6 0 124
2. მონტეპასკი 4 2 44
3. უნიქსი 4 2 8
4. გალათასარაი 3 3 -19
5. ოლიმპია 1 5 -101
6. პროკომი 0 6 -56
* * *
B ჯგუფში მოქმედმა ჩემპიონმა "პანათინაიკოსმა" კინაღამ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო მალაგაში ესპანეთის "უნიკახასთან".
ბერძნებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - პირველი პერიოდი მათ 10 ქულით მოიგეს, მაგრამ ესპანელებმა მალევე უპასუხეს მეტოქეს - მეორე მეოთხედში რვა ქულა გააბათილეს და ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში წავიდა, თუმცა იგრძნობოდა "უნიკახას" ოდნავი სათამაშო უპირატესობა.
სწორედ ამის ხარჯზე, მეოთხე მეოთხედის ბოლოს "უნიკახამ" თითქოს გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია, როცა ვალტერსის სამქულიანის შემდეგ მალაგური კლუბი 75:71 დაწინაურდა.
"პანათინაიკოსს" ბოლო შეტევაში მხოლოდ სამქულიანი თუ გადაარჩენდა. მისი შესრულება მატჩის საუკეთესო კალათბურთელმა დიამანტიდისმა ითავა და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე წინ გაიყვანა "პანათინაიკოსი" - 77:76.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "პაომ" ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ის ორი მოგებით ჩამორჩება ლიდერ ცსკა-ს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ზაგრებმა" საკუთარ მოედანზე 86:74 დაამარცხა გერმანიის "ბამბერგი". სტუმრები ბოლო მეოთხედამდე ებრძოდნენ მეტოქეს და მხოლოდ ოთხ ქულას აგებდნენ, მაგრამ ბოლო 10-წუთეულში "ზაგრებმა" სრული უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ეს მონაკვეთი 8 ქულის სხვაობით მოიგო.
ხორვატთა რიგებში სამმა კალათბურთელმა - სიმონმა, ჰეიტველტმა და კასუნმა გააკეთეს ორმაგი დუბლები.
უნიკახა-პანათინაიკოსი 76:77
17:27, 26:18, 14:13, 19:19
უ: ზორიჩი (21+6 მოხსნა), დარდენი (13+7 მოხსნა), ვალტერსი (11+5 პასი).
პ: დიამანტიდისი (23), სმიტი (13+6 მოხსნა), სატო (13+6 მოხსნა).
ზაგრები-ბამბერგი 86:74
21:20, 15:14, 26:24, 24:16
ზ: ჰეიტველტი (25+12 მოხსნა), სიმონი (16+12 მოხსნა), კასუნი (15+11 მოხსნა), მულაომეროვიჩი (13).
ბ: იაკობსენი (19), ჰაველი (16), სლოტერი (16+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), სუპუტი (8+6 მოხსნა).
მ წ +/-
1. ცსკა 6 0 101
2. პანათინაიკოსი 4 2 53
3. უნიკახა 3 3 -11
4. ბამბერგი 2 4 -10
5. ზაგრები 2 4 -92
6. ჟალგირისი 1 5 -41
* * *
C ჯგუფში ფავორიტების დღე იყო. "მაკაბიმ" შინ მიიღო "მილანი" და ცხრა ქულით გაიმარჯვა - 85:76. ისრაელის ჩემპიონმა პირველ ტაიმში სოლიდურ უპირატესობას მიაღწია - 14 ქულით დაწინაურდა, მაგრამ "მილანმა" მესამე მეოთხედში გაიბრძოლა, 9 ქულა მოიგო და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ შორცანდისისა და ფარმარის მონდომებით "მაკაბიმ" მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა მეტოქეს.
შორცანიდისმა 28 ქულა შესძინა თავის გუნდს, ფარმარმა 21, თუმცა მათ 6-6 შეცდომაც დაუგროვდათ.
მაკაბი 5 მოგებით ჯგუფის ლიდერია, მაგრამ მასთან ახლოს არის რეალი, რომელმაც ჯგუფში მეოთხე გამარჯვებას ასევე შინ, ბელგიის "შარლერუასთან" მატჩში მიაღწია. ბელგიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ესპანურ გრანდს და მხოლოდ ოთხი ქულით დამარცხდნენ - 89:93.
ბოლო მეოთხედის წინ ესპანელების უპირატესობა მინიმალური იყო და "რეალმა" მხოლოდ თავისი სათადარიგო კალათბურთელების მონდომებით გატეხა "შარლერუას" წინააღმდეგობა. რეზერვისტებმა - პოციუსმა, იბაკამ და კეროლმა ჯამში 48 ქულა დააგროვეს, რაც "რეალის" საერთო მონაგარის ნახევარზე მეტია.
რაც შეეხება "შარლერუას" ქართველ ლეგიონერს თორნიკე შენგელიას, მან 20 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
რეალი-შარლერუა 93:89
21:27, 27:19, 22:23, 23:20
რ: პოჩიუსი (20), კეროლი (16), იბაკა (12+9 მოხსნა+5 დაფარება), მიროტიჩი (12), რეიესი (8+9 მოხსნა).
შ: ჰილი (18), გრინი (17), მალეტი (15+4 პასი), ჰემილტონი (13+5 პასი+4 ჩაჭრა), შენგელია (11+5 მოხსნა), ბეგინი (9+5 მოხსნა).
მაკაბი-მილანი 85:76
25:14, 27:24, 15:24, 18:14
მაკ: შორცანიდისი (28+6 მოხსნა), ფარმარი (21+6 მოხსნა+5 პასი).
მილ: გალინარი (24+3 ჩაჭრა), ფოცისი (15+9 მოხსნა), კუკი (12+8 პასი+3 ჩაჭრა), ჰეირსტონი (12).
მ წ +/-
1. მაკაბი 5 1 29
2. რეალი 4 2 48
3. ეფესი 3 3 0
4. პარტიზანი 3 3 -9
5. მილანი 2 4 -16
6. შარლერუა 1 5 -52
* * *
A ჯგუფის ორივე შეხვედრაში ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. ესპანეთის "კახა აბორალმა" მხოლოდ ოვერტაიმში გატეხა შინ "ფერენბაჰჩეს" წინააღმდეგობა - 90:85. არადა, ბოლო მეოთხედის წინ, თურქული კლუბი 6 ქულით ოყო წინ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ამ ტურის საუკეთესო მოთამაშედ "კახა ლაბორალის" ფორვარდი ფერნანდო სან ემეტერიო დაასახელეს. "ფენერბაჰჩესთან" მატჩში ესპანეთის ნაკრების წევრმა 25 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
ასევე სოლიდური უპირატესობა ჰქონდა ბოლო მეოთხედის წინ მარკოიშვილისა და შერმადინის "კანტუს" სტუმრად "ნანსისთან" შეხვედრაში. იტალიელები შვიდ ქულას იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ერთი ქულით დათმეს შეხვედრა 75:76.
ამ მატჩში ქართველების მონაგარი ასეთი იყო - მარკოიშვილი - 10 ქულა, შერმანდინი - 9 ქულა და 3 მოხსნა.
კ. ლაბორალი-ფენერბაჰჩე 90:85 (ო)
16:14, 22:28, 16:18, 19:13, 17:12
კ-ლ: სან ემეტერიო (25+8 მოხსნა), ბიელიცა (16+7 მოხსნა), ოლესონი (13), ტელეტოვიჩი (12+5 მოხსნა), პრიჯიონი (11).
ფ: ბოგდანოვიჩი (19+6 მოხსნა), ოგიუზ სავაში (14), სეფოლოშა (13+7 მოხსნა+4 პასი+5 ჩაჭრა), ჯერელსი (13).
ნანსი-კანტუ 76:75
16:20, 29:13, 11:29, 20:13
ნ: ამაგუ (18), შულერი (12), სამნიკი (11), მოერმანი (8+8 მოხსნა).
კ: ლეუნენი (18+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მიჩოვი (14+5 პასი), ბაზილე (10), მარკოიშვილი (10), შერმადინი (9).
მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 4 2 12
2. ოლიმპიაკოსი 3 3 9
3. კანტუ 3 3 6
4. ფენერბაჰჩე 3 3 -6
5. ნანსი 3 3 -8
6. ბილბაო 2 4 -13
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"