კალათბურთელი შობის დღესასწაულზე მეგობარ გოგონას ცოცხლად წვავდა

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ლიტველი კალათბურთელი გინტარას ეინიკისი საბოლოოდ გაგიჟდა. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ ინფორმაციისგან, რომელიც ლიტვურმა პრესამ გაავრცელა. შობის დღესასწაულზე კალათბურთელმა მეგობარი გოგონას ცოცხლად დაწვა დააპირა.

ყველაფერი ორშაბათს დაიწყო. მთვრალი ეინიკისი იურგიტა ნარმონტენეს სახლს საღამოს 11 საათზე მიადგა. ბარსელონას, ატლანტასა და სიდნეის ოლიმპიადების პრიზიორი სახლს გარს უვლიდა და შეყვარებულს მჟავას შესხმით, მოკვლითა და სახლის დაწვით ემუქრებოდა. შეშინებულმა ქალმა პოლიცია გამოიძახა. ხულიგანი დააპატიმრეს, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

მაგრამ ეინიკისი ამით არ დაკმაყოფილდა. მომდევნო დღეს მან ისევ დალია და კვლავ მეგობრის სახლისკენ
გაეშურა. ამჯერად მხოლოდ მუქარით არ დაკმაყოფილდა და მაშინვე საქმეზე გადავიდა. ფანჯარა ჩაამსხვრია და სახლში შეჭრას ლამობდა. იურგიტას მშველელად ისევ პოლიცია მოევლინა. ეინიკისი დანაშაულის ადგილას დააპატიმრეს და ამჯერად ის ორი დღით დაიტოვეს პოლიციის განყოფილებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული