ამ ადგილს მდიდრებისა და სახელგანთქმულების მექას უწოდებენ. სწორედ სენ ბარტსის სანაპიროსთან გაჩერდა "ჩელსის" მფლობელის რომან აბრამოვიჩის იახტა და რუსმა ოლიგარქმა შობის დღესასწაული კუნძულზე აღნიშნა. კირილენკო აბრამოვიჩის დარი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ თავისი ოჯახი მან სწორედ სენ ბარტზე დაასვენა.
პაპარაცები კირილენკოს და მის მეუღლეს ერთ-ერთ პლაჟზე პიკნიკის დროს ჩაუსაფრდნენ.
38 წლის მაშა კირილენკო საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაშიც პაპარაცებიც დარწმუნდნენ. ისინი კუნძულზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს დასდევენ და პარალელურად კალათბურთელის ოჯახიც გადაიღეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"