სიზონენკო გარდაიცვალა

AutoSharing Option
გუშინ, სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა რუსეთის ყველაზე მაღალი მამაკაცი, ყოფილი კალათბურთელი ალექსანდრ სიზონენკო.

ბოლო პერიოდში 245 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი სერიოზულად იყო ავად, ამასთან კომუნალურ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

თავიდან სიზონენკოს ძველი მეგობრები ეხმარებოდნენ, შემდეგ ქალაქის მთავრობა და კლუბი "სპარტაკი", სადაც ის კარიერას იწყებდა.

აგვისტოში კალათბურთელი საავადმყოფოში მოხვდა. მის სტაციონარში გადასაყვანად და შემდეგ შინ დასაბრუნებლად საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო. 200-კილოგრამიანი სპორტსმენის საკაცე ექვს კაცს ეჭირა. საავადმყოფო
დან გამოწერის შემდეგ სიზონენკოს გადაადგილება აღარ შეეძლო და საწოლს მიეჯაჭვა.

სიზონენკოს კარიერა ლენინგრადის "სპარტაკში" დაიწყო და კუიბიშევის "სტროიტელში" 1986 წელს დასრულდა. სპორტიდან წასვლა ჰორმონალური დარღვევის გამო მოუწია. ის ინვალიდი პენსიონერი გახდა და ძირითადად შინ მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული