ცვლილებები ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ცვლილება მეორე ჯგუფურ ეტაპს (TOP16) შეეხო: ამიერიდან ამ ეტაპზე 16 გუნდი არა ოთხ, არამედ ორ ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებში ორწრიანი ტურნირი ჩატარდება.
შესაბამისად, ყოველი მონაწილისთვის მატჩების რაოდენობა 6-დან 14-მდე გაიზრდება, ხოლო ევროლიგის ფინალისტთა მატჩების საერთო რიცხვი 29-დან 31-მდე იქნება, იმ დროს, როცა ძველი რიცხვი 21-დან 23 მატჩამდე მერყებოდა. გარდა ამისა, ახალი სეზონიდან უქმდება TOP16
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კვალიფიკაციას შეეხება: მისი მონაწილეების რიცხვი 16-დან რვამდე შემცირდა. ეს გუნდები "რვათა ფინალის" ფორმატით გაითამაშებენ ძირითად ბადეში დარჩენილ ერთადერთ ვაკანტურ ადგილს. ასე რომ, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება არა 22, არამედ 23 გუნდი.
დანარჩენი სტადიების ფორმატი უცვლელი რჩება: პირველი ჯგუფური ეტაპი - 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი; პლეი ოფი - სამ მოგებამდე; "ოთხთა ფინალი" - ნახევარფინალი, მე-3 ადგილისთვის და ფინალი.
2012-13 წლების სეზონში ოფიციალურ სათამაშო დღეებად ხუთშაბათი და პარასკევი დაასახელეს. ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ არ დაემთხვეს ევროლიგის საკალათბურთო მატჩები ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"