ევროლიგა. TOP16: ისევ სამი დაუმარცხებელი

AutoSharing Option
ევროლიგის გათამაშებაზე დასრულდა მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტური და კვლავაც დაუმარცხებლად თამაშობს სამი გუნდი. ერთ-ერთია მოსკოვის ცსკა, რომელმაც წლევანდელ ევროლიგაზე ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო.

არმიელები საკუთარ მოედანზე ხვდებოდნენ თურქეთის "გალასათარაის". მასპინძლებმა პირველ და მესამე მეოთხედში მოწყობილი გაქცევის წყალობით მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ორივე მეოთხედი ცსკა-მ 7-7 ქულით მოიგო და საქმე გაკეთებული იყო.

აგრძელებს ბრწყინვალე თამაშს ევროპაში NBA-დან დაბრუნებული ნენად კრსტიჩი. ცსკა-ს სერბმა ცენტრმა ყველაზე მეტი - 20 ქულა დააგროვა და ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე,

საბოლოოდ, ცსკამ 85:70 მოიგო და
დამაჯერებლად ლიდერობს ცხრილს. "გალათასარაის" სამიდან ერთი მოგება აქვს და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს თავის კონკურენტებთან - "ოლიმპიაკოსთან" და "ეფესთან". ასე რომ, აქ დარჩენილ სამ ტურში მთავარი ბრძოლა

მეოთხედფინალის მეორე საგზურისთვის იქნება.

* * *
G ჯგუფში ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" კვალში უდგას ლიდერ უნიქს-ს. ბერძნებმა სტუმრად უმნიშვნელოვანეს მატჩში მოუგეს "ფენერბაჰჩეს".

თამაშის ბედი პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყდა, როცა საწყისი 10 წუთი ბერძნებმა 24:9 მოიგეს. ამის შემდეგ მეორე და მესამე მეოთხედში თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ "პანათინაიკოსმა" ბოლო მეოთხედში კიდევ ექვსი ქულა მოიგო და 77:56 გაიმარჯვა.

"პანათინაიკოსს" ორი მოგება აქვს და ერთით ჩამორჩება უნიქს-ს. სავარადოდ, მათ შორის მატჩი გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ბედს.

* * *
მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდია "ბარსელონა", რომელმაც ხოსეპ გვარდიოლას თვალწინ დაამარცხა კაუნასის "ჟალგირისი" და სამიდან სამი მოგებით ლიდერობას H ჯგუფს.

თუმცა ფავორიტებს იოლი გასეირნება არ ჰქონიათ შინ ლიტვის ჩემპიონის წინააღმდეგ. მოულოდნელად "ჟალგირისმა" მოიგო პირველი ტაიმი ერთი ქულის სხვაობით. თანაბარი ბრძოლა მესამე მეოთხედში გაგრძელდა. "ბარსამ" მოახერხა ოდნავ წინ გასვლა და ბოლო მეოთხედი მასპინძლების ოთხქულიანი უპირატესობით დაიწყო.

ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ეს მონაკვეთი ბარსელონამ 31:21 მოიგო და საბოლოოდ 14-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა - 94:80.

* * *
მესამე დაუმარცხებელი გუნდია F ჯგუფის ბინადარი იტალიის "მონტეპასკი", რომელმაც მალაგაში გაანადგურა ადგილობრივი “უნიკახა".

დიდი შესვენებისთვის იტალიელებმა პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა პირველ ორ მეოთხედში 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. მეორე ტაიმშიც სხვაობა მხოლოდ “მონტეპაკის” სასარგებლოდ იზრდებოდა და საბოლოოდ, სტუმრებმა 91:68 გაიმარჯვეს.

ამჯერად პაუზა აიღო ბო მაკალებმა - მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, შესანიშნავად ითამაშეს “მონტეპასკის” რიგებში მოსმა და ლავრინოვიჩმა, რომლებმაც 20 და 18 ქულა დააგროვეს.

"უნიკახამ" ზედიზედ სამი მატჩი წააგო და თითქმის დაკარგა მეოთხედფინალში გასვლის შანსი.

* * *
ტრადიციულად, ტურის დასრულების შემდეგ ევროლიგამ საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. ამჯერად, ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნენად კრსტიჩს ჰქონდა. ცსკა-ს ცენტრმა "გალათასარაისთან" 20 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

მეორე ადგილი გაიყვეს "ბარსელონასა" და "მაკაბის" ცენტრებმა - ერაზემ ლორბეკმა და რიჩარდ ჰენდრიქსმა. "ჟალგირისთან" მატჩში ლორბეკის ანგარიშზე 19 ქულა იყო, ჰენდრიქსმა კი 15 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა "კანტუს" წინააღმდეგ მატჩში.

სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ ვლადიმირ მიჩოვი ("კანტუ") და სერხიო როდრიგესი ("რეალი").

E ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ეფესი 83:65
20:12, 21:24, 12:17, 30:12
ო: სპანულისი (18+4 პასი), სლუკასი (15).
ე: ბარაცი (14+8 მოხსნა), ვუიაჩიჩი (12), ბატისტა (11+6 მოხსნა), ლაფაიეტი (11).

ცსკა-გალათასარაი 85:70
19:12, 25:25, 22:15, 19:18
ც: კრსტიჩი (20+9 მოხსნა), ტეოდოშიჩი (12), ხრიაპა (11+6 მოხსნა), შვედი (10), კირილენკო (9+6 მოხსნა+3 დაფარება).
გ: ლუკასი (15+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), არსლანი (13), ალდემირი (11+9 მოხსნა), შიპი (10).

მ წ +/-
1. ცსკა 3 0 51
2. ოლიმპიაკოსი 1 2 9
3. გალათასარაი 1 2 -20
3. ეფესი 1 2 -40

F ჯგუფი
რეალი-ბილბაო 89:73
26:16, 24:20, 19:19, 20:18
რ: როდრიგესი (20+7 პასი), ტომიჩი (15+7 მოხსნა), ბეგიჩი (12+5 მოხსნა), კეროლი (11), სინგლერი (10).
ბ: ბანიჩი (18+6 მოხსნა), მუმბრ (17), ვასილიადისი (13).

უნიკახა-მონტეპასკი 68:91
19:27, 21:23, 17:21, 11:20
უ: ფრილენდი (14+9 მოხსნა), დარდენი (13), ზორიჩი (11+7 მოხსნა), როულენდი (11).
მ: მოსი (20+7 მოხსნა), ლავრინოვიჩი (18), ანდერსენი (15+6 მოხსნა), მაკალები (13), ტორნტონი (13).

მ წ +/-
1. მონტეპასკი 3 0 56
2. რეალი 2 1 -2
3. ბილბაო 1 2 -15
4. უნიკახა 0 3 -39

G ჯგუფი
უნიქსი-მილანი 59:44
20:12, 16:8, 9:7, 14:17
უ: დომერკანტი (16+5 მოხსნა), სამოილენკო (12+4 პასი), ლაიდეი (10).
მ: მელი (17), ნიკოლასი (6).

ფენერბაჰჩე-პანათინიკოსი 56:77
9:24, 13:12, 21:22, 13:19
ფ: ჯარელსი (12+3 ჩაჭრა), უკიჩი (11), პეკერი (10+5 მოხსნა).
პ: კაიმაკოგლუ (19+5 მოხსნა), ბატისტი (15+5 მოხსნა), სატო (12+10 მოხსნა).

მ წ +/-
1. უნიქსი 3 0 26
2. პანათინაიკოსი 2 1 36
3. ფენერბაჰჩე 1 2 -24
4. მილანი 0 3 -38

H ჯგუფი
ბარსელონა-ჟალგირისი 94:80
23:18, 19:25, 21:16, 31:21
ბ: ლორბეკი (19+5 მოხსნა), ნავარო (16), მარსელინიო (14), მიკელი (11), ვასკესი (11+6 მოხსნა).
ჟ: უიმსი (17), იავტოკასი (13), იანკუნისი (12), პაკოვიჩი (12), დელინინკაიტისი (11), კალნიეტისი (9+9 მოხსნა).

კანტუ-მაკაბი 82:74
23:20, 26:24, 17:16, 16:14
კ: მიჩოვი (17), ბაზილე (14), შერმადინი (13+5 მოხსნა), მარკოიშვილი (11+7 მოხსნა).
მ: ლონგფორდი (16+5 მოხსნა), ჰენდრიქსი (15+7 მოხსნა+3 დაფარება).

მ წ +/-
1. ბარსელონა 3 0 33
2. კანტუ 2 1 4
3. მაკაბი 1 2 -14
4. ჟალგირისი 0 3 -23

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული