გერმანიის ნაკრები ევრობასკეტზე მოხვედრას დირკ ნოვიცკის გარეშე ეცდება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები თავისი მთავარი ვარსკვლავის - დირკ ნოვიცკის გარეშე შეეცდება სლოვენიის ევრობასკეტზე მოხვედრას.

ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა განაცხადა, რომ "დალასის" ფორვარდი არ დაეხმარება თავის გუნდს 2013 წლის ევრობასკეტის კვალიფიკაციაზე.

"ადრე ყველაფერი დირკზე იყო დამოკიდებული. ფედერაცია და ნაკრების სხვა კალათბურთელები მის ზურგსუკან იმალებოდნენ. რა თქმა უნდა, ნოვიცკი - ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ მისი მეშვეობით ყველა პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ. ხშირად ისმოდა ფრაზა: "დირკი ყველაფერზე იზრუნებს", - ამბობს პეშიჩი.

"სლოვენიის ევრობასკეტის კვალიფიკაციაზე დირკის იმედი არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, ისიც არ
ელოდება ჩემგან მიწვევას. მან აუცილებლად უნდა დაისვენოს ზაფხულში, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შევხვდები ნოვიცკის და სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკებთ", - აგრძელებს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ამასთან, პეშიჩი მოთამაშეთა ახალ თაობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავს.

"დაველაპარაკები ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს და გადავწყვეტ, ღირს თუ არა ახალგაზრდების ეროვნულ გუნდში გამოძახება", - განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული