"ფენერბაჰჩესა" და უნიქს-ის მატჩში რუსები თითქმის სულ წინ იყვნენ - მათ ხუთი ქულით მოიგეს პირველი მეოთხედი, მესამე 10-წუთეულის შემდეგ კი 13 ქულას იგებდნენ. თურქები ვერ აჩერებდნენ უნიქს-ის ლეგიონერ გრირს, რომელმაც მატჩი 33 ქულით, 6 მოხსნითა და ამდენივე პასით დაასრულა.
მაგრამ მასპინძლების მხრიდან გააქტიურდნენ ბოგდანოვიჩი და უკიჩი. სწორედ ამ უკანასკნელმა დაასრულა
ამავე ჯგუფში სენსაცია შემგვთავთავაზა "მილანმა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი".
იტალიელების სერიოზული განწყობა პირველივე მეოთხედში იგრძნობოდა. პირველი მეოთხედი მათ 5 ქულით მოიგეს. "პანათინაიკოსმა" მხოლოდ მეორე 10-წუთეულში აჩვენა ჩვეული თამაში და დიდი შესვენებისთვის სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მესამე და მეოთხე მეოთხედებში "მილანმა" ისევ მოიპოვა ინიციატივა და თანდათან გაზარდა უპირატესობა, რომელმაც საბოლოოდ, 9 ქულა შეადგინა - 58:67.
"მილანი" მაინც ვერ გადის შემდეგ ეტაპზე. ხოლო "პანათინაიკოსი" და უნიქსი ბოლო ტურში, ყაზანში ჯგუფში პირველ ადგილს გაითამაშებენ.
* * *
H ჯგუფში ორივე მეოთხედფინალისტი გაირკვა. "მაკაბიმ" გაჭირვებით, მაგრამ შეძლო შინ ჯგუფის აუთსაიდერის - "ჟალგირისის" დამარცხება. ისრაელის ჩემპიონისთვის მატჩი ცუდად დაიწყო - ლიტველები საწყის მეოთხედში 14 ქულით გავიდნენ წინ - 25:11.
მაგრამ მასპინძლები დროზე მოვიდნენ გონს და მეტოქეს უფრო შორს წასვლის საშუალება არ მისცეს - პირიქით, მეორე ათწუთეულში "მაკაბიმ" ათი ქულა ჩამოაკლო "ჟალგირისის" ჰანდიკაპს და დიდი შესვენებაზე 4-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.
თითქმის არაფერი შეცვლილა მესამე მეოთხედში - "ჟალგირისმა" მატჩის ამ მონაკვეთში ოდნავ უკეთ ითამაშა და ბოლო მეოთხედი მისი ხუთქულიანი უპირატესობის დაიწყო.
მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი "მაკაბიმ". ის სრულ უპირატესობას ფლობდა ბოლო მეოთხედში და ლენგფორდის მონდომებით ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს კი ოთხი ქულით გაიმარჯვა - 70:66.
ჟალგირისმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, "მაკაბი" კი უნდა დალოდებოდა "კანტუსა" და "ბარსელონას" შეხვედრას - კატალონელთა გამარჯვების შემთხვევაში ისრაელის ჩემპიონი პლეი ოფში თამაშს ინაღდებდა.
"კანტუსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა აღმოჩნდა. ჩვენთვის სასიხარულოდ, ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო გიორგი შერმადინი, რომელიც "კანტუს" 14 ქულითა და 8 მოხსნით დაეხმარა. მანუჩარ მარკოიშვილის მონაგარი 6 ქულა და 6 მოხსნა იყო. მაგრამ მათი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
თავდაპირველად "ბარსელონა" აქტიურობდა და შვიდი ქულით გავიდა წინ, მაგრამ "კანტუმ" პირველივე მეოთხედში გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ქულა ქულაში თამაში წავიდა. "კანტუს" მოგების რეალური შანსი ჰქონდა, როცა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ექვსი ქულით დაწინაურდა - 58:52, მაგრამ დარჩენილ დროში "ბარსელონამ" 11:4 გაქცევის წყალობით ერთი ქულით მოიგო ეს დაძაბული მატჩი. კატალონელებს გამარჯვება ზუსტი საჯარიმოთი ხუან კარლოს ნავარომ მოუტანა.
"ბარსა" ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია მეორე ჯგუფურ ეტაპზე, "კანტუს" კი ორი მოგება აქვს. მართალია, იტალიელებს შეუძლიათ ბოლო ტურის შემდეგ "მაკაბის" დაწევა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში აგებენ ისრაელის ჩემპიონთან.
* * *
ერთადერთი მატჩი გაიმართა F ჯგუფში. ესპანურ დერბიში "რეალმა" გაანადგურა "უნიკახა" და ჯგუფში გაუთანაბრა კიდევ ერთ ესპანურ გუნდს "ბილბაოს", რომელმაც წინა დღეს "მონტეპასკი" დაამარცხა.
მადრიდში თავიდან მოულოდნელად "უნიკახა" გავიდა წინ - უმოტივაციო გუნდმა პირველი მეოთხედი რვა ქულის სხვაობით მოიგო. მაგრამ იგივე უპირატესობა დააფიქსირა "რეალმა" მეორე მეოთხედში, მესამეში ოთხი ქულით გაიჭრა წინ, გადამწყვეტი დარტყმა კი მეტოქეს ბოლო 10-წუთეულში მიაყენა, როცა მატჩის ეს მონაკვეთი 15 ქულით მოიგო. საბოლოოდ, 86:65 სამეფო კლუბის სასარგებლოდ.
ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. "მონტეპასკი" ოთხი მოგებით ლიდერობს, "რეალსა" და "ბილბაოს" 3-3 მოგება აქვთ.
* * *
"მილანის" მცველი ომარ კუკი TOP16-ის მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ჩერნოგორიული პასპორტის მქონე ამერიკელი ათენში "პანათინაიკოსისა" და "მილანის" მატჩის მთავარი გმირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მილანურ კლუბს სენსაციური გამარჯვება (67:58) არ ჰყოფნის პლეი ოფში გასასვლელად, კუკმა ევროლიგაზე საკლუბო რეკორდი დაამყარა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით - 12 პასი. მცველმა ამას რვა ქულა, ორი მოხსნა და ორი ჩაჭრა დაუმატა. კუკის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 ერთეული შეადგინა.
ორჯერ უფრო ეფექტური იყო უნიქს-ის მცველი ლინ გრინი (კოეფიციენტი - 43), რომელმაც 33 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ, მაგრამ თავისი გუნდის მარცხმა არ მისცა საშუალება გამხდარიყო კვირის საუკეთესო მოთამაშე.
კვირის საუკეთესო მომხსნელი გახდა "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი მირსად თურქჩანი - 13 მოხსნა. "პანათინაიკოსის" მცველმა დიმიტრის დიამანტიდისმა და ცსკა-ს ცენტრმა დარიუშ ლავრინოვიჩმა 4-4 ჩაჭრა გააკეთეს, "რეალის" ცენტრმა მირზა ბეგიჩმა კი სამი დაფარება მოაგროვა.
ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მეხუთე ტურში ორმაგი დუბლი მიითვალა, "რეალის" ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და 10 მოხსნა მოიპოვა "უნიკახას" წინააღმდეგ.
F ჯგუფი
რეალი-უნიკახა 86:65
14:22, 27:19, 18:12, 27:12
რ: მიროტიჩი (18+10 მოხსნა), ლიული (15), კეროლი (13).
უ: ფიტჩი (15), ლიმა (12+7 მოხსნა), პერიჩი (11).
მ წ +/-
1. მონტეპასკი 4 1 70
2. ბილბაო 3 2 10
3. რეალი 3 2 -5
4. უნიკახა 0 5 -7
G ჯგუფი
ფენერბაჰჩე-უნიქსი 94:87 (ო)
21:26, 21:18, 13:24, 24:11, 15:8
ფ: ბოგდანოვიჩი (20+5 მოხსნა), უკიჩი (18), პრელჯიჩი (13+4 პასი), ვიდმარი (10+5 მოხსნა).
უ: გრირი (33+6 მოხსნა+6 პასი), უილკინსონი (17+5 მოხსნა), დომერკანტი (13).
პანათინაიკოსი-მილანი 58:67
11:16, 21:18, 14:19, 12:14
პ: დიამანტიდისი (12+4 ჩაჭრა), ბატისტი (11+7 მოხსნა).
მ: მელი (13), ფოცისი (12+9 მოხსნა), ბურუსისი (12+8 მოხსნა), კუკი (8+12 პასი).
მ წ +/-
1. პანათინაიკოსი 3 2 37
2. უნიქსი 3 2 14
3. მილანი 2 3 -24
4. ფენერბაჰჩე 2 3 -27
H ჯგუფი
მაკაბი-ჟალგირისი 70:66
11:25, 22:12, 11:12, 26:17
მ: ლონგფორდი (17), ჰენდრიქსი (11+9 მოხსნა), შორცანიდისი (10).
ჟ: უიმსი (20), შალენგა (12), კოლინზი (11+5 მოხსნა).
კანტუ-ბარსელონა 62:63
18:18, 15:17, 17:17, 12:11
კ: შერმადინი (14+8 მოხსნა), პერკინსი (12+7 მოხსნა+5 პასი).
ბ: ნდონგი (13+5 მოხსნა), ნავარო (12+4 პასი), ლორბეკი (10+6 მოხსნა).
მ წ +/-
1. ბარსელონა 5 0 43
2. მაკაბი 3 2 5
3. კანტუ 2 3 -12
4. ჟალგირისი 0 5 -36
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"