პირველ 10 წუთში 11:0 გაქცევის წყალობით "ბილბაომ" პირველად და უკანასკნელად შეძლო ამ მატჩში წინ გასვლა - 18:15, მაგრამ ხრიაპასა და ტეოდოშიჩის მონდომებით ცსკა-მ მალე გამოასწორა მდგომარეობა და პირველი მეოთხედი ერთი ქულის სხვაობით მოიგო.
მეორე მეოთხედიდან კი დაიწყო "ბილბაოს" განადგურება. 31:31-იდან მოყოლებული, ცსკა-ს უპირატესობა მეთოდურად იზრდებოდა. მოსკოველებმა 9 ქულით მოიგეს მეორე მეოთხედი და დიდი შესვენებისთვის 10-ქულიან უპირატესობას
"ბილბაომ" მოახერხა მეოთხე მეოთხედში ექვსი ქულით მოგება, მაგრამ ეს არაფერს წყვეტდა - ცსკა-მ 27 ქულის სხვაობით 98:71 გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მოსკოველთა რიგებში ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. მათგან ყველაზე შედეგიანი იყო სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი 18 ქულით.
* * *
ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ეტაპზე სტუმრად მოგება შეძლო, საბერძნეთის "ოლიმპიაკოსია". მან რთულ ბრძოლაში დაამარცხა სიენაში "მონტეპასკი".
არადა, იტალიელებისთვის კატასტროფას არაფერი მოასწავებდა. პირველი სამი მეოთხედი “მონტეპასკიმ” თავის სასარგებლოდ დაასრულა და ბოლო 10-წუთეულის წინ კომფორტული რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
მაგრამ ამის შემდეგ მატჩის სურათი კარდინალურად შეიცვალა. იტალიელების თამაში საერთოდ მოიშალა და მასპინძელმა მთლიანად ჩააგდო მატჩის ბოლო მონაკვეთი.
"მონტეპასკიმ" ვერაფერი მოუხერხა გეორგიოს პრინტეცისს, რომელიც, პრაქტიკულად, უშეცდომოდ ისროდა და ბოლო წუთებზე შეძლო თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. პრინტეცისმა 20 ქულით დაასრულა შეხვედრა, ოლიმპიაკოსმა კი ბოლო მეოთხედი 24:9 მოიგო და საბოლოოდ 82:75 გაიმარჯვა.
ამ მოგებით ბერძნებმა ხუთმატჩიან სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.
ცსკა-ბილბაო 98:71
27:26, 23:14, 34:11, 14:20
ც: კრსტიჩი (18), შვედი (15), გორდონი (14), ტეოდოშიჩი (11+5 პასი), კირილენკო (11+5 მოხსნა), ხრიაპა (11+4 პასი).
ბ: ვასილიადისი (15), მუმბრუ (14+4 პასი).
სერია: 1-0
მონტეპასკი-ოლიმპიაკოსი 75:82
26:21, 22:21, 18:16, 9:24
მ: ანდერსენი (26+7 მოხსნა), მაკალები (15+4 პასი), რაკოჩევიჩი (11).
ო: პრინტეცისი (20), სპანულისი (15), ჰეინსი (13).
სერია: 0-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"