ტრადიციულად, ჩემპიონობისთვის ამ ქვეყნის ორი გრანდი - "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი" იბრძოლებენ, მაგრამ პირველი მატჩი პირეოსში ჩაიშალა და ამის მიზეზი ადგილობრივი კლუბის - "ოლიმპიაკოსის" ფანები იყვნენ.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მასპინძელთა კლუბის რამდენიმე გულშემატკივარმა "პანათინაიკოსის" საკლუბო ავტობუსს ქვები დაუშინა.
ხულიგნებმა მიზანს მიაღწიეს - შუშის ნატეხებმა სტუმრების ორი კალათბურთელი დააზიანა - სტრატოს პერპეროგლუ და სტივენ სმიტი. მოთამაშეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბერძნული ლიგის ხელმძღვანელობამ გაურკვეველი ვადით გადადო ფინალური სერიის პირველი მატჩი.
ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის ტრავმები
ახლა, საბერძნეთის სპორტის სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს, უსაფრთხოების რა ზომებს მიიღებენ მომავალ შეხვედრებში. სავარაუდოდ, მატჩებს მაყურებელთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"