ხორხე გარბახოსა წავიდა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ფორვარდმა ხორხე გარბახოსამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

როგორც ესპანური პრესა წერს, "უნიკახას" 34 წლის ფორვარდი და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაახმოვანებს.

მიუხედავად ამისა, გარბახოსა უმუშევარი არ დარჩება - "უნიკახა" მას სამწვრთნელო შტაბში ადგილს უმზადებს.

ამ შტაბს კი მალე სათავეში ჩაუდგება ხორვატი სპეციალისტი იასმინ რეპეშა. გარდა ამისა, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციას სურს, რომ ხორხემ არ ორგანიზაციაში გენერალური მენეჯერის პოსტი დაიკავოს.

თავისი კარიერის განმავლობაში გარბახოსას უთამაშია ესპანურ კლუბებში - "კახა ლაბორალში", "უნიკახასა" და მადრიდის "რეალში", აგრეთვე რუსულ
"ხიმკიში" და იტალიურ "ბენეტონში". გარბახოსამ ორი სეზონი NBA-ში "ტორონტოს" შემადგენლობაში გაატარა.

გარდა ამისა, ხორხეს წარმატებული კარიერა ჰქონდა ესპანეთის ნაკრებში - ევროპის ჩემპიონატებზე ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული