ჟელკო ობრადოვიჩი "პაოდან" წავიდა

AutoSharing Option
ცნობილი სერბი სპეციალისტი ჟელკო ობრადოვიჩი, რომელმაც "პანათინაიკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 13 წელი იმუშავა, ბერძნულ კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ მოელაპარაკა. შესაბამისად, ბერძნულ გრანდს ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევს.

"ყველაფერი, რაც ოჯახის შიგნით ხდება, იქვე უნდა დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენგანისთვის, ეს იყო საუკეთესო და ერთადერთი ვარიანტი", - არ ახსნა მომხდარის მიზეზები ობრადოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ობრადოვიჩმა "პანათინაიკოსს" ხუთჯერ მოაპოვებინა ევროლიგის ტიტული - 2000, 2002, 2007, 2009 და 2011 წლებში. გარდა ამისა, 13 წლის განმავლობაში 11-ჯერ მოიგო საბერძნეთის
ჩემპიონატი და შვიდჯერ ქვეყნის თასი.

ცნობილია, რომ ობრადოვიჩის გადაბირებით "ფენერბაჰჩე", "ეფეს პილსენი", ცსკა და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული