საუკეთესო დუშან ივკოვიჩი

AutoSharing Option
ევროლიგამ 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა 68 წლის სერბი სპეციალისტი დუშან ივკოვიჩი, რომელმაც "ოთხთა ფინალში" ოლიმპიაკოსს" სენსაციურად მოაპოვებინა ტიტული.

ივკოვიჩს საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილ ჯილდოს 6 ივლისს გადასცემენ, როცა 2012-13 წლების ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ევროლიგაზე წარმატების გარდა, "ოლიმპიაკოსმა" წელს საბერძნეთის ჩემპიონატი მოიგო, რითაც დაამხო თავისი პრინციპული მეტოქის - "პანათინაიკოსის" მრავალწლიანი ჰეგემონია და ეს იმ დროს, როცა გასული სეზონის წინ "ოლიმპიაკოსმა" თითქმის მთლიანად შეცვალა შემადგენლობა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა, მესამე ადგილი გაიყვეს უნიქს-ისა
და "მაკაბის" დამრიგებლებმა - ევგენი პაშუტინმა და დევიდ ბლატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული