რუდი ფერნანდესმა "რეალი" აირჩია

AutoSharing Option
როგორც ესპანური გაზეთი "მარკა" წერს, უახლოეს პერიოდში მადრიდის "რეალი" ოფიციალურად გამოაცხადებს მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ესპანეთის ნაკრების 27 წლის მცველთან რუდი ფერნანდესთან, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლავთ.

ეს კალათბურთელი შარშან, ლოკაუტის დროს თამაშობდა "რეალის" შემადგენლობაში და შემდეგ "დენვერში" დაბრუნდა, რომლის რიგებშიც რეგულარულ ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა. პლეი ოფში კი ზურგის ტრავმის გამო არ უთამაშია.

* * *
ბერძნული გრანდის - "პანათინაიკოსის" ახალბედა გახდა "ბერძენი შაკილ ო'ნილი" - სოფოკლის შორცანიდისი.

"პაოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოთამაშესთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ეს მოულოდნელი ტრანსფერია, რადგან აქამდე
შორცანიდისი "პანათინაიკოსის" მთავარი მტრის - "ოლიმპიაკოსის" რიგებში თამაშობდა.

საბერძნეთის ნაკრების ცენტრმა ბოლო ორი სეზონი თელ-ავივის "მაკაბიში" გაატარა, სადაც ძირითადი ხუთეულის წევრი იყო. ევროლიგის მატჩებში მისი მონაგარი 8.7 ქულასა და 3.0 მოხსნას უდრიდა, ისრაელის ჩემპიონატში - 9.1 ქულასა და 4.3 მოხსნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული