ევრობასკეტი 2013: იტალიური სასწაული

AutoSharing Option
A ჯგუფში ჩერნოგორია დაუმარცხებლად თამაშობს. წინა ტურში სერბეთთან გმირული მოგების შემდეგ, ლიდერმა სტუმრად ესტონეთთან იოლ გამარჯვებას მიაღწია.

სტუმრებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა - 17:9 და ამის შემდეგ ახლოს აღარ მიუშვეს მეტოქე. მთელი მატჩის განმავლობაში ჩერნოგორიელთა უპირატესობა 10 ქულაზე ქვემოთ არ ჩამოსულა და საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 77:64.

ისრაელმა კვალიფიკაციის სტარტზე ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, სტუმრად უშუალო კონკურენტ ისლანდიას დიდი ანგარიშით მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა კუნძულელებს. სტუმრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა 14 ქულა მოუგეს მეტოქეს.

მოულოდნელად სლოვაკეთმა
პირველ მეოთხედში დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჯგუფის ფავორიტ სერბეთს და პირველი მეოთხედი მხოლოდ ორი ქულით წააგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან დაიწყო მასპინძელთა რბევა.

მეორე ათწუთეული სერბებმა 15 ქულით მოიგეს და ამის შემდეგ იოლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. ეს სერბეთის მეორე მოგება იყო ჯგუფში, სლოვაკეთი კი სამიდან სამი წაგებით აშკარა აუთსაიდერია.

* * *
ევრობასკეტის მთავარმა სიურპრიზმა - აზერბაიჯანის ნაკრებმა კინაღამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

შვედეთთან გასვლით შეხვედრაში ჩვენმა მეზობლებმა პირველი მეოთხედი ათი ქულით მოიგეს, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გაფლანგეს. შვედეთმა გარდატეხა შეიტანა თამაშში, თუმცა შორს ვერ გაექცა მეტოქეს - ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა მხოლოდ ექვსი ქულა იყო.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე ათწუთეულში სკანდინავების 13:3 გაქცევა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელები მეტოქეს ვეღარ დაეწივნენ. შვედეთმა პირველი მოგება გაიფორმა, აზერბაიჯანი კი, წაგების მიუხედავად, მაინც ლიდერობს B ჯგუფს.

ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს გერმანიას, რომელმაც ჯგუფში მეორე მატჩი სტუმრად მოუგო ბულგარეთს. დირკ ნოვიცკის გარეშე მოთამაშე გერმანელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში უპრობლემოდ შეინარჩუნეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა.

* * *
ცენტრალური მატჩი გაიმართა C ჯგუფში და ეს იყო მთლიანად ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა (თუ ბოსნიასა და საქართველოს დაპირისპირებას არ ჩავთვლით). კიევში ერთმანეთს ხვდებოდნენ უკრაინა და ხორვატია.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და ერთხელ რვა ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა დიდი შესვენებისთვის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო. მეორე ტაიმში, ძირითადად, ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. ყველაზე დიდი სხვაობა ხორვატებმა დააფიქსირეს, როცა 8:0 გაიქცნენ და 65:61 დაწინაურდნენ.

ისინი ახლოს იყვნენ ძირითად დროში გამარჯვებასთან, მაგრამ სტივენ ბერტმა შეძლო შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა.

დამატებითი დროის გმირი კი ბოიან ბოგდანოვიჩი გახდა. მთელი ოვერტაიმი უკრაინა წინ იყო, მაგრამ ბოლო წამებზე ბოგდანოვიჩს სამქულიანი ასროლინა და ერთი ქულით დამარცხდა.

* * *
E ჯგუფში ორი გუნდი დომინირებს - ბელგია და ფინეთი, რომლებსაც ორიდან ორი მოგება აქვთ და მათ შორის 24 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში გაირკვევა ჯგუფის ლიდერი.

ბელგიელებმა შინ გაანადგურეს შვეიცარია. მასპინძლებმა მაშინ გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა პირველი მეოთხედი 27:8 მოიგეს.

გაცილებით რთული შეხვედრა ჰქონდა პოლონეთში ფინეთის ნაკრებს. მასპინძლები ვალდებულნი იყვნენ, მოეგოთ ეს მატჩი, რადგან ბოლო წუთზე ოთხი ქულით იყვნენ წინ, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, ფინელებმა - ექვსი. გამარჯვება სკანდინავებს ზუსტი საჯარიმოებით კოპონენმა მოუტანა.

* * *
ტურის ცენტრალური შეხვედრა იტალიის ქალაქ სასარიში გაიმართა - "სკუადრა აძურა" თურქეთს მასპინძლობდა.

სამმეოთხედნახევარი სტუმრები აშკარად ჯობდნენ მეტოქეს. თურქეთმა ოთხი ქულით მოიგო პირველი მეოთხედი, მეორეში კი, არსლანის მონდომებით, 10 ქულითაც გავიდა წინ, თუმცა პირველი ტაიმი მხოლოდ ოთხი ქულით მოიგო.

მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ერთხელ შეძლეს გაქცევა და კვლავ დააფიქსირეს 10-ქულიანი უპირატესობა - 61:51.

სწორედ აქედან დაიწყო იტალიამ მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და ეს პატარა სასწაულის წყალობით მოახერხა - მასპინძლებმა 17:1 გაქცევა მოახერხეს, რის შემდეგაც ანგარიში გახდა 71:64.

საფინალო სირენამდე სამი წუთი რჩებოდა და ბუნებრივია, ასეთი გმირობის შემდეგ მასპინძლები ამ მატჩს არ დათმობდნენ.

A ჯგუფი
სლოვაკეთი-სერბეთი 71:93
24:26, 15:30, 13:23, 19:14
სლოვ: ჰაველი (26+7 პასი), სიკორა (12), ბატკა (9).
სერ: ტეოდოშიჩი (15+7 პასი), კრსტიჩი (14), ნ. ბიელიცა (11+9 მოხსნა), ანჯუშიჩი (9), ტეპიჩი (9), მაჩვანი (9+5 მოხსნა+4 პასი).

ესტონეთი-ჩერნოგორია 64:77
9:17, 14:16, 17:21, 24:23
ე: გ. დორბეკი (16), ტალტსი (11), ვენე (11), კანგური (10).
ჩ: შეჰოვიჩი (22+6 მოხსნა), დაშიჩი (15), სეკულიჩი (12+5 მოხსნა), დუბლიევიჩი (10+11 მოხსნა).

ისლანდია-ისრაელი 83:110
19:29, 17:21, 15:30, 32:30
ისლ: პალსონი (19), სტეფანსონი (17+6 პასი), ბაერინგსონი (15+8 მოხსნა), სიგურდასონი (14).
ისრ: ლიმონადი (17), კასპი (17+7 მოხსნა+4 პასი), ტაიუსი (16+9 მოხსნა), ჰალპერინი (13+5 პასი), ოჰაიონი (11+5 მოხსნა+6 პასი).

ა გ თ მ წ ქ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 225-204 6
2. სერბეთი 3 2 1 255-222 5
3. ესტონეთი 3 2 1 247-237 5
4. ისრაელი 3 1 2 265-246 4
5. ისლანდია 3 1 2 242-276 4
6. სლოვაკეთი 3 0 3 220-269 3

შემდეგი ტური: 24 აგვისტო. სლოვაკეთი-ისრაელი, სერბეთი-ესტონეთი, ჩერნოგორია-ისლანდია.

B ჯგუფი
ბულგარეთი-გერმანია 70:82
14:22, 14:19, 22:17, 20:24
ბ: სიმონსი (21+9 მოხსნა), კოსტოვი (11), ავრამოვი (10+5 პასი).
გ: იაგლა (19+10 მოხსნა), გიუნტერი (16), შაფარჩიკი (12+10 პასი+3 ჩაჭრა), შტაიგერი (12), პლიაისი (10+9 მოხსნა), ბენცინგი (9+8 მოხსნა).

შვედეთი-აზერბაიჯანი 97:79
15:25, 26:17, 25:18, 31:19
შ: ჟერებკო (19+6 მოხსნა+7 პასი), მარაკერი (19+5 პასი), გრანტი (14+10 პასი), ლინდკვისტი (11), კიელბომი (11+14 მოხსნა).
ა: კეროლი (27+5 მოხსნა), ქაშაკი (24), ჰაჩიევა (11+17 მოხსნა), რინდინი (11+9 მოხსნა).

ა გ თ მ წ ქ ქ
1. აზერბაიჯანი 3 2 1 268-247 5
2. გერმანია 2 2 0 183-123 4
3. ბულგარეთი 3 1 2 221-243 4
4. შვედეთი 2 1 1 169-157 3
5. ლუქსემბურგი 2 0 2 131-202 2

შემდეგი ტური: 24 აგვისტო. ლუქსემბურგი-ბულგარეთი, გერმანია-შვედეთი.

C ჯგუფი
უკრაინა-ხორვატია 79:80 (ო)
22:18, 16:18, 15:16, 16:17, 10:11
უ: კრავცოვი (14), ბერტი (11+4 პასი), დროზდოვი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), პეჩეროვი (11+8 მოხსნა).
ხ: ბოგდანოვიჩი (20+5 პასი), სიმონი (15+7 მოხსნა), მარკოტა (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უკიჩი (10), ზორიჩი (9+7 მოხსნა).

უნგრეთი-ავსტრია 81:75
14:13, 19:25, 25:21, 23:16
უ: ლორანტი (19+10 მოხსნა), ჰანგა (17), ტროტერი (11+8 მოხსნა+5 პასი), ჰორვატი (10), ტრეპაკი (10).
ა: მაჰალბაშიჩი (17+7 მოხსნა), დეტრიკი (13), ლამეშიჩი (13), ნაგლერი (11), შრაინერი (11).

ა გ თ მ წ ქ ქ
1. უკრაინა 3 2 1 217-208 5
2. ხორვატია 2 2 0 173-117 4
3. ავსტრია 3 1 2 221-228 4
4. უნგრეთი 2 1 1 152-152 3
5. კვიპროსი 2 0 2 124-182 2

შემდეგი ტური: 24 აგვისტო. კვიპროსი-უკრაინა, ხორვატია-უნგრეთი.

E ჯგუფი
პოლონეთი-ფინეთი 79:81
22:22, 18:20, 20:18, 19:21
პ: იგნერსკი (22+7 მოხსნა), ბერიშა (16+4 ჩაჭრა), გორტატი (13+11 მოხსნა+3 დაფარება), სკიბნიევსკი (9).
ფ: კოპონენი (26+5 პასი), ჰუფი (15), ლი (13+5 მოხსნა), მოტოლა (11).

ბელგია-შვეიცარია 98:49
27:8, 25:21, 19:13, 27:7
ბ: ტაბუ (18), ჟიიე (13), დე ზეუვი (10+6 მოხსნა), ვან როსომი (10+6 პასი), მუია (9), იაროშევიჩი (9).
შ: დ. რამზაიერი (13+6 მოხსნა), მლადიანი (12).

ა გ თ მ წ ქ ქ
1. ბელგია 2 2 0 162-106 4
2. ფინეთი 2 2 0 193-156 4
3. პოლონეთი 3 1 2 216-211 4
4. შვეიცარია 3 1 2 191-229 4
5. ალბანეთი 2 0 2 128-188 2

შემდეგი ტური: 24 აგვისტო. ფინეთი-ბელგია, ალბანეთი-პოლონეთი.

F ჯგუფი
იტალია-თურქეთი 78:69
14:18, 18:18, 19:19, 27:14
ი: დატომე (23), გალინარი (16+11 მოხსნა), ჰეკეტი (16+6 მოხსნა), არადორი (9).
თ: ქარამანი (14+8 მოხსნა), პრელძიჩი (14+4 პასი), გიონლუმი (12+5 მოხსნა), ერდენი (10), არსლანი (8+10 მოხსნა).

პორტუგალია-ჩეხეთი 67:71
10:24, 24:19, 12:15, 21:13
პ: სილვა (20), გომეში (10+6 მოხსნა), ბაროზუ (9+5 პასი).
ჩ: ბენდა (18), ჰრუბანი (12), პუმპრლა (11+9 მოხსნა+4 პასი), ბარტონი (9+9 მოხსნა), სატორანსკი (6+10 მოხსნა+9 პასი).

ა გ თ მ წ ქ ქ
1. იტალია 3 3 0 238-167 6
2. ჩეხეთი 3 2 1 200-195 5
3. თურქეთი 2 1 1 146-152 3
4. ბელარუსი 2 0 2 139-150 2
5. პორტუგალია 2 0 2 112-171 2

შემდეგი ტური: 24 აგვისტო. ბელარუსი-იტალია, თურქეთი-პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული