ევროლიგა. II ტურის მიმოხილვა: ფავორიტები ვერ ფავორიტობენ

AutoSharing Option
ევროლიგის რეგულარული სეზონის მეორე ტურში რამდენიმე გამორჩეულ მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ტურის მიმოხილვაში გთავაზობთ...

ერთადერთი ოვერტაიმი
ზედიზედ მეორე მატჩია, მოსკოვის ცსკა დიდ სირთულეებს აწყდება. პირველ ტურში შინ "ლეტუვოს რიტასთან" ბოლო წამებზე მოგებული შეხვედრის შემდეგ არმიელებს ოვერტაიმი დასჭირდათ სტუმრად "პარტიზანის" დასამარცხებლად.

ცსკა-ს თავიდანვე გაუჭირდა, როცა საწყის რვა წუთში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა და 9 შეცდომა დაუშვა. თუმცა ეტორე მესინას როტაციის წყალობით, სტუმრებმა არათუ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ ორნიშნა უპირატესობა მოიპოვეს.

"პარტიზანმა" მაინც არ მისცა ფავორიტს იოლი გამარჯვების საშუალება და უფრო მეტიც, ძირითადი
დროის ბოლოს ვუიოშევიჩს შეეძლო, მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეტანა. თანაბარი ანგარიშისას მასპინძლებს 25 წამი რჩებოდათ შეტევისთვის, მაგრამ ზედიზედ ორმა ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია.

ოვერტაიმის გმირი აღმოჩნდა ტეოდოშიჩი, რომლის მონდომების წყალობით ცსკა-მ ოთხქულიანი ჩამორჩენიდან წინ გასვლა მოახერხა.

შიკამბუს 40 წუთი
B ჯგუფის მოულოდნელი ლიდერია "ალბა", თუმცა გერმანელები ახლო იყვნენ წაგებასთან ფრანგული "შალონის" წინააღმდეგ.

ამ უკანასკნელის რიგებში მცველმა შიკამბუმ 40 წუთი ითამაშა და 20 ქულა დააგროვა, მაგრამ არც მისმა შედეგიანობამ და არც შელდენ უილიამსის 13-მა მოხსნამ არ უშველა "შალონს".

ეს გუნდი გამოუცდელობამ დააზარალა - მეოთხე მეოთხედის სტარტზე ორნიშნა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში მხოლოდ სამი ქულა დააგროვა, "ალბამ" კი 10:0-ით გაქცევით უშველა თავს.

დამარცხებული რეალი
ტურის სენსაცია შემოგვთავაზა რუსეთის "ხიმკიმ". რიმარ კურტინაიტისის შეგირდებმა თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხეს.

მატჩის ბოლოს რუსების უპირატესობამ ერთი ქულა შეადგინა, არადა, ბოლო მეოთხედის წინ ისინი 18 ქულით იყვნენ წინ. სწორედ ამ დროს "სამეფო კლუბმა" 21:2 გაქცევა შეასრულა და წინ გავიდა.

საფინალო სირენამდე ცხრა წამით ადრე დრეიპერის სამქულიანით "ხიმკი" ერთი ქულით დაწინაურდა, ხოლო საპასუხო შეტევაში მთელი მატჩი სუსტად მოთამაშე რუდი ფერნანდესმა (12-დან მხოლოდ ოთხი ზუსტი ტყორცნა) არაზუსტად ისროლა.

გაძლიერებული ჟალგირისი
როგორც ჩანს, ახალ სეზონში "ოთხთა ფინალში" მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება "ჟალგირისი", რომელიც შესამჩნევად გაძლიერდა.

თავის მხრივ, მისი მეტოქე - "კახა ლაბორალი" დასუსტდა, რადგან NBA-ში გაუშვა ორი გამორჩეული მოთამაშე - ტელეტოვიჩი და პრიჯიონი. საბოლოოდ, ლიტვურმა გრანდმა დამაჯერებლად დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი.

"ჟალგირისმა" ერთხელაც არ მისცა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება. მატჩის გმირი კი ამერიკელი დარდენი აღმოჩნდა, რომელმაც შვიდი სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის - სამი მეოთხე მეოთხედში, როცა ესპანელებმა ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. მაგრამ მეტის გასაკეთებლად ივანოვიჩის შეგირდებს ძალა არ ეყოთ.

სანახევრო წინააღმდეგობა
მეორე ლიტვურმა გუნდმა - "ლეტუვოს რიტასმა" კი ზუსტად 24 წუთი გაუწია წინააღმდეგობა "ბარსელონას". პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში მრისხანე კატალონიურმა შეტევამ მხოლოდ 25 ქულა დააგროვა.

დიდი შესვენებისთვის ხავიერ პასკუალს ტაიმ-აუტის აღებაც კი მოუწია. მხოლოდ პირველი ტაიმის სირენასთან ერთად შეძლო ლორბეკმა "ბარსელონას" წინ გაყვანა - ისიც მხოლოდ ორი ქულით.

ყველაფერი ნავაროს შესრულებით 14:2-ით გაქცევის შემდეგ შეიცვალა. სტუმრების უპირატესობა ორნიშნა გახდა და დარჩენილ დროში "ლეტუვოს რიტასმა" მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქესთან შვიდი ქულით მიახლოება.

შერცხვენილი ჩემპიონი
სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონს "ოლიმპიაკოსს". უკვე პირველ მეოთხედში "ეფესი" ბერძნულ გრანდს 17 ქულით უგებდა - მასპინძლებმა პირველ 10 წუთში 30 ქულა დააგროვეს და ცხრა შეცდომა დააშვებინეს მეტოქეს. ბრწყინავდა ფარმარისა და ვუიაჩიჩის დუეტი.

მათი რვა სამქულიანიდან შვიდმა მიაღწია მიზანს, მატჩის MVP კი ფარმარი გახდა, რომელსაც ორი მოხსნა და ერთი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე. ცნობისთვის, ამ მცველს იმდენივე შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, რამდენიც მთლიანად ბერძნულ კლუბს!

ტურის MVP
მეორე ტურის უძვირფასესი მოთამაშე გახდა მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი სონი უიმზი. "პარტიზანთან" მატჩში თავისი 30 ქულიდან მან რვა ქულა ოვერტაიმის ბოლო სამ წუთში დააგროვა. კალათბურთელმა რამდენიმე პირადი რეკორდი დაამყარა სხვადასხვა კატეგორიაში: ქულები (30), სათამაშო დრო (36), ჩაჭრა (3) და სტატისტიკური რეიტინგი (38 ქულა).

ამავე რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა ჯორდან ფარმარი ("ეფესი"). ასევე, ტურის MVP-ზე პრეტენზიას აცხადებდნენ - ლუკაშ კოშარეკი ("პროკომი"), სტიდ შიკამბუ ("შალონი") და კერტის ჯერელსი ("ბეშიქთაში").

ტურის სიმბოლური
ბო მაკალები ("ფენერბაჰჩე") - 25:06, 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა;
ჯორდან ფარმარი ("ეფესი") - 31:57, 25 ქულა, , 8 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა;
სონი უიმზი (ცსკა) - 36:15, 30 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა;
დეონ ტომპსონი ("ალბა") - 26:29, 25 ქულა, 8 მოხსნა;
სოფოკლის შორცანიდისი ("პანათინაიკოსი") - 18:37, 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

A ჯგუფი
პანათინაიკოსი-კანტუ 76:68
23:17, 21:26, 17:12, 17:21
პ: შორცანიდისი (19), დიამანტიდისი (12+7 პასი), პანკო (11), უკიჩი (11).
კ: არადორი (17), მარკოიშვილი (17), ტაიუსი (10).

ხიმკი-რეალი 86:85
25:18, 17:17, 27:20, 17:30
ხ: ლონჩარი (16), დევისი (15), ფრიძონი (12+7 მოხსნა+5 პასი), პლანიჩიჩი (12+7 პასი), რივერსი (11), ოგასტინი (10+7 მოხსნა).
რ: რეიესი (15), ფერნანდესი (15+6 პასი), კეროლი (14), როდრიგესი (11), მიროტიჩი (10).

ოლიმპია-ფენერბაჰჩე 75:81
20:25, 26:18, 15:20, 14:18
ო: ბეინსი (14+12 მოხსნა), პრეპელიჩი (13), პეიჯი (10).
ფ: მაკალები (17+5 პასი), ბოგდანოვიჩი (14), ბატისტი (13), ონანი (13).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 2 0 18
2. ოლიმპია 1 1 7
3. რეალი 1 1 6
4. პანათინაიკოსი 1 1 -5
5. ხიმკი 1 1 -11
6. კანტუ 0 2 -15

B ჯგუფი
პროკომი-უნიკახა 75:77
22:28, 17:17, 20:18, 16:14
პ: კოშარეკი (16+8 პასი), რობინსონი (14), ხრიცანიუკი (11+7 მოხსნა).
უ: უილიამსი (18), ურტასუნი (14), დრაგიჩი (10).

ალბა-შალონი 74:71
24:25, 12:15, 15:19, 23:12
ა: ტომპსონი (24+8 მოხსნა), ვუდი (19), შაფარციკი (13+5 პასი).
შ: შიკამბუ (20), შილბი (14), უილიამსი (14+13 მოხსნა).

მაკაბი-მონტეპასკი 70:68
14:20, 17:13, 22:19, 17:16
მაკ: ჰიკმენი (19+4 ჩაჭრა), ტომასი (14+11 მოხსნა), ელიაჰუ (11+11 მოხსნა).
მონ: კემპი (16), ბრაუნი (11+6 პასი).

მ წ +/-
1. ალბა 2 0 13
2. მაკაბი 2 0 7
3. შალონი 1 1 4
4. უნიკახა 1 1 -3
5. პროკომი 0 2 -9
6. მონტეკასპი 0 2 -12

C ჯგუფი
ცედევიტა-მილანი 71:83
16:19, 21:21, 16:16, 18:27
ც: ჟელაბალი (20+8 მოხსნა), რაიტი (14).
მ: ლენგფორდი (17), კუკი (15+6 პასი), ფოცისი (13+8 მოხსნა), ბურუსისი (11+8 მოხსნა).

ეფესი-ოლიმპიაკოსი 98:72
30:13, 24:19, 20:25, 24:15
ე: ფარმარი (25+8 მოხსნა+9 პასი), ვუიაჩიჩი (15), სავანოვიჩი (13), ერდენი (13+8 მოხსნა), ბარაცი (11), ლუკასი (10+3 ჩაჭრა).
ო: სპანულისი (14), ჰაინსი (13+9 მოხსნა), პერპეროგლუ (10).

კ. ლაბორალი-ჟალგირისი 71:77
25:23, 10:17, 16:17, 20:20
კ-ლ: ნოჩიონი (13), ოლესონი (13), ლამპე (12).
ჟ: დარდენი (17), კაუკენასი (15), ლაფაიეტი(12), პოპოვიჩი (11), დ. ლავრინოვიჩი (10).

მ წ +/-
1. ჟალგირისი 2 0 34
2. მილანი 2 0 17
3. ეფესი 1 1 21
4. ოლიმპიაკოსი 1 1 -22
5. კ. ლაბორალი 0 2 -10
6. ცედევიტა 0 2 -40

D ჯგუფი
ლ. რიტასი-ბარსელონა 49:67
8:13, 17:14, 11:20, 13:20
ლ-რ: რადოშევიჩი (11).
ბ: ნავარო (13), ინგლსი (11).

ბამბერგი-ბეშიქთაში 71:86
19:24, 12:23, 11:20, 23:19
ბამ: ჰაველი (21), ნახბარი (11), ზიბრესი (10+7 მოხსნა), გიბსონი (10).
ბეშ: ჯერელსი (27), გულერი (14+7 მოხსნა).

პარტიზანი-ცსკა 71:76 (ო)
13:14, 18:25, 15:10, 16:13, 9:14
პ: ბოგდანოვიჩი (16+3 ჩაჭრა), ვესტერმანი (15), ბერტანში (11), მიუსლი (8+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ც: უიმსი (30+3 ჩაჭრა), ტეოდოშიჩი (12+4 ჩაჭრა).

მ წ +/-
1. ბეშიქთაში 2 0 31
2. ბარსელონა 2 0 30
3. ცსკა 2 0 7
4. ლ. რიტასი 0 2 -20
5. პარტიზანი 0 2 -21
6. ბამბერგი 0 2 -27

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული