ევროლიგა. III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
პარასკევს დასრულდა ევროლიგის მესამე ტური და საუკეთესო მოთამაშის ტიტული ესპანეთის ნაკრების ორმა წევრმა დაიმსახურა: მადრიდის "რეალის" მცველმა რუდი ფერნანდესმა და "კახა ლაბორალის" ფორვარდმა ფერნანდო სან ემეტერიომ.

ორივემ დიდი წვლილი დაიდო გასვლით მოგებებში მანამდე დაუმარცხებელ ფავორიტებთან - "ფენერბაჰჩესა" და "მილანთან". ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონების ეფექტურობის კოეფიციენტმა 30 ქულა შეადგინა.

ფერნანდესის ანგარიშზე 21 ქულა, ხუთი შედეგიანი პასი და სამი ჩაჭრა მოდიოდა; სან ემეტერიომ კი 18 ქულა დააგროვა, რასაც ხუთი მოხსნა, ექვსი პასი და ორი ჩაჭრა დაუმატა.

რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, ტურის საუკეთესო
სნაიპერები გახდნენ იოანის ბურუსისი "მილანიდან" და ბობი ბრაუნი "მონტეპასკიდან", რომლებმაც 22-22 ქულა დააგროვეს.

მოხსნების მხრივ ლიდერი იყო იმავე "მონტეპასკის" ქართველი ლეგიონერი ვიქტორ სანიკიძე - 13 მოხსნა, ხოლო "პროკომის" მცველმა ჯერელ ბლესინგეიმმა ათი შედეგიანი პასი ჩამოურიგა თავის პარტნიორებს.

დაცვაში თამაშის მხრივ გამოიჩინა თავი "პანათინაიკოსის" მძიმე ფორვარდმა სტეფან ლასმემ, რომელმაც ხუთი ტყორცნა დაბლოკა.

ევროლიგა. III ტურის სიმბოლური ნაკრები
ჯერელ ბლესინგეიმი ("პროკომი") - 29:00: 16 ქულა, 10 პასი
ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა ლაბორალი") - 35:09: 18 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა
რუდი ფერნანდესი ("რეალი") - 30:03: 21 ქულა, 5 პასი, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 დაფარება
ვიქტორ ხრიაპა (ცსკა) - 27:06: 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება
ნენად კრსტიჩი (ცსკა) - 27:44: 13 ქულა, 6 მოხსნა, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული