ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ხუან ანტონიო ორენგა. ადრე ის დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ გუნდში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერჯო სკარიოლოს ასისტენტად.

"ჩემი პირველი ამოცანა იქნება 2013 წელს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა, - განაცხადა ორენგამ. - თუ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, მაშინ ხანგრძლივი დროით ვითანამშრომლებთ.

ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. მელბურნში ვიყავი, როცა ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა და წინადადება შემომთავაზა. ეს უდიდესი ნაბიჯია წინ ჩემს კარიერაში".

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის
ნაკრების მეტოქეები იქნებიან: პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ჩეხეთი და საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული