რუსეთმა მწვრთნელი დაინიშნა

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ბერძენი სპეციალისტი ფოცის კაციკარისი.

24 დეკემბერს რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელზეც ერთხმად მოიწონეს კაციკარისის კანდიდატურა.

ბერძენ მწვრთნელთან ოთხი წლით გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ის პერიოდულად შეწყდება იმ დროს, როცა კაციკარისი პარალელურად ესპანეთის "ბილბაოში" იმუშავებს. ამ გზით მხარეები გვერდს აუვლიან ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ წესს, რომელიც კრძალავს პოსტების შეთავსებას.

კაციკარისი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ ბლატს შეცვლის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერში თავისი ნებით დატოვა პოსტი. ბლატი გუნდში 2006 წლიდან მუშაობდა და
ამ დროის განმავლობაში მოიგო ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, აგრეთვე, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაო.

კაციკარისი ერთხელ უკვე მუშაობდა რუსეთში - 2005-06 წლებში სათავეში ედგა სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". ის აგრეთვე ავარჯიშებდა ბერძნულ აეკ-სა და "არისს", ესპანეთის "ვალენსიას", 2010 წლიდან კი "ბილბაოში" მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული