ჯეი არ ჰოლდენის არასრულფასოვანი რეკორდი

AutoSharing Option
ევროლიგის პირველი ტური დასრულდა და ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა სასტარტო მატჩების რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოარჩია.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღსანიშნავი იყო ცსკა-ს მცველის ჯეი არ ჰოლდენის მე-200 მატჩი ევროლიგაში. ასეთი შედეგი არც ერთ კალათბურთელს არ აქვს. ამერიკელი პირველ შეხვედრას ატარებდა გულზე მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ და სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ მის იუბილეს არმიელები მოგებით აღნიშნავდნენ, მაგრამ მოსკოვში სენაცია მოხდა - "მილანმა" 15 ქულით გაანადგურა ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც სულ ახლახანს
დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც NBA-ის კლუბებთან სამი საჩვენებელი მატჩი გამართა და "კლივლენდის" დამარცხება შეძლო.

* * *
ტურში სამი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა და ერთ-ერთის ავტორი გახდა "პროკომის" შემტევი მცველი ჯეი არ გიდენსი. პოლონურმა კლუბმა ამ ზაფხულს ლიდერი და მთავარი სნაიპერი დევიდ ლოგანი დაკარგა და სწორედ მის შემცვლელად მიიწვიეს ამერიკელი, რომლისთვისაც ეს პირველი სეზონია ევროპაში. გიდენსს არ გასჭირვებია ახალი პირობებთან აკლიმატიზაცია. "ხიმკის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრაში მან შემტევი მცველისთვის უჩვეული ორმაგი დუბლი მიითვალა - 20 ქულა+10 მოხსნა. თუმცა ჯეი არი გმირი ვერ გახდა, რადგან გადამწყვეტ მომენტში შეცდომა დაუშვა და მისმა გუნდმა წააგო.

გიდენსს ძალიან საინტერესო კარიერა აქვს. მოედანსა და ცხოვრებაში რთული ხასიათით გამოირჩეოდა და ამან ერთხელ ცუდი სამსახური გაუწია. 2005 წლის მაისში, 20 წლის ასაკში ბარში იჩხუბა და მარჯვენა ფეხში დაჭრეს. კალათბურთელს 30 ნაკერი დაადეს და უთხრეს, რომ სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა კალათბურთი. გიდენსი NCAA-ის თამაშებს ჩამოაცილეს, მაგრამ არ დანებდა და 2008 წელს NBA-ის მაშინდელმა ჩემპიონმა - "ბოსტონმა" დრაფტის 30-ე ნომრად აირჩია. "სელტიქსში" მისი კარიერა არ აეწყო და ჯეი არი "ნიუ იორკში" გადაბარგდა. მაიკ დ'ენტონი ხანდახან საკმარის სათამაშო დროს აძლევდა, მაგრამ "ნიქსშიც" ვერ გამოიჩინა თავი. NBA-ში კარიერა დროებით შეწყდა და ახლა გიდენსი ევროპაში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

* * *
ტურის მატჩი ლიუბლიანაში გაიმართა - "ოლიმპია" "ეფეს პილსენის" წინააღმდეგ. აქ ევროლიგის რეგულარული სეზონის ისტორიაში მესამედ ითამაშეს ორი ოვერტაიმი. მატჩის გმირი გახდა კევინ პინკნი, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეს (27 წლის გახდა) 23 ქულა დააგროვა. იაგოდნიკის აცილებული საჯარიმოს შემდეგ სწორედ პინკნის მიერ შეტევაში მოხსნილმა ბურთმა გადაარჩინა "ოლიმპია" ძირითად დროში წაგებას. პირველ ოვერტიამში მან ისევ იხსნა მასპინძლები, როცა სწრაფ გარღვევაში მოიპოვა ორი ქულა და ანგარიში გაათანაბრა.

კევინის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის ერთ-ერთი იმ ამერიკელთაგანია, რომელმაც NBA-ში ფეხი ვერ მოიკიდა და ევროპაში დაფუძნდა. "კლერმონი", "ტუროვი", "ბიელა", "კანტუ", "ჰაპოელი" (იერუსალიმი) - აი მისი კლუბების ჩამონათვალი. წლევანდელ ზაფხულს ამ სიას სლოვენიის "ოლიმპია" დაემატა.

* * *
რაც შეეხება პირველი ტურის MVP-ის ტიტულს, მისი მფლობელი გახდა თელ-ავივის "მაკაბის" ფორვარდი ჩაკ ეიდსონი.

30 წლის ამერიკელის გუნდმა სტუმრად წინააღმდეგობა ვერ გაუწია ესპანეთის "კახა ლაბორალს", მაგრამ თავად ეიდსონმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა, რამაც სარგებლიანობის რეიტინგში 30 ქულა შეადგინა.

პირველ ტურში ეიდსონის კონკურენტები იყვნენ უკვე ნახსენები გიდენსი და პინკნი, აგრეთვე გილემ რუბიო, ჯოელ ფრილენდი (ორივე - "უნიკახა"), სან ემეტერიო და დევიდ ლოგანი (ორივე - "კახა ლაბორალი").

A ჯგუფი
ხიმკი-პროკომი 82:76
18:14, 19:21, 26:20, 19:21
ხ: ლონგფორდი (17+6 მოხსნა), ფრიძონი (13), პლანიჩიჩი (12), ეზე (11+5 მოხსნა), ლოპესი (11), სავრასენკო (11+7 მოხსნა).
პ: გიდენსი (20+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), იუინგი (18+4 ჩაჭრა), ვარდა (17).

ჟალგირისი-პარტიზანი 73:62
19:17, 24:12, 19:16, 11:17
ჟ: პოჩიუსი (17), მილაკნისი (12+3 ჩაჭრა).
პ: კეჩმანი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კახა ლაბორალი-მაკაბი 94:78
31:11, 26:21, 19:17, 18:29
კ-ლ: ლოგანი (25), ტელეტოვიჩი (16+8 მოხსნა), რანჩიკი (12), ბარაცი (11+5 მოხსნა), ოლესონი (11), სან ემეტერიო (10+11 მოხსნა+5 პასი).
მ: ეიდსონი (14+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), შორცანიდისი (9), ჰენდრიქსი (9), ბლუტენტალი (8), ბურშტეინი (8).


B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-რეალი 82:66
17:17, 19:18, 26:21, 20:10
ო: სპანულისი (16+7 პასი), ბურუსისი (16+7 მოხსნა), ტეოდოშიჩი (15+7 პასი), ნესტეროვიჩი (11+7 მოხსნა).
რ: ლიული (18), სუარესი (12+5 მოხსნა), ტომიჩი (10+6 მოხსნა).

რომა-ბამბერგი 83:65
20:16, 19:20, 24:10, 20:19
რ: სმიტი (16), ვაშინგტონი (13+5 პასი), ვიტალი (11), ჯაკეტი (10+4 პასი), დაშიჩი (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ბ: ჰაინსი (20+7 მოხსნა), რობერტსი (14), იაკობსენი (12).

უნიკახა-შარლერუა 84:73
16:24, 26:20, 15:12, 27:17
უ: გ. რუბიო (22), ფრილენდი (18+8 მოხსნა), ტრიპკოვიჩი (14), როდრიგესი (9+4 პასი).
შ: გრინი (20), გომისი (15), რაიტი (11+10 მოხსნა).


C ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ლ. რიტასი 86:69
24:16, 16:11, 22:18, 24:24
ფ: ლავრინოვიჩი (19), ვიდმარი (17+5 მოხსნა), უკიჩი (11+7 პასი), სავაში (10), ონანი (10).
ლ-რ: ბიელიცა (15), ნიული (15), გეჩევიჩუსი (12+6 მოხსნა), ვალანიჩიუნასი (10+10 მოხსნა).

ბარსელონა-ციბონა 80:66
17:12, 18:8, 21:21, 24:25
ბ: რ. რუბიო (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნავარო (14), ლაკოვიჩი (13), გრიმაუ (12), ვასკესი (10+7 მოხსნა).
ც: ბოგდანოვიჩი (28), რადოშევიჩი (15+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), სტიპჩევიჩი (12+7 პასი+5 მოხსნა).

მონტეპასკი-შოლე 76:44
22:12, 11:16, 22:12, 21:4
მ: ლავრინოვიჩი (13+6 მოხსნა), კარარეტო (13), მაკალები (12+5 პასი), მოსი (10).
შ: რობინსონი (9+6 მოხსნა).


D ჯგუფი
ოლიმპია-ეფესი 95:90 (2ო)
22:16, 8:13, 23:26, 8:8, 16:11
ო: პინკნი (23+5 მოხსნა), იაგოდნიკი (21), გრეგორი (16+6 მოხსნა), ილიევსკი (16), შერმადინი (11).
ე: რაკოჩევიჩი (23), თუნჩერი (15), ტორნტონი (14+6 მოხსნა), გონლუმი (12+9 მოხსნა), ნახბარი (11+5 მოხსნა).

ცსკა-მილანი 73:88
17:26, 12:26, 25:20, 19:16
ც: გორდონი (15+5 მოხსნა+4 პასი), სოკოლოვი (13+8 მოხსნა), ვორონცევიჩი (11+5 მოხსნა).
მ: პეჩეროვი (23+5 მოხსნა), ფინლი (15+5 პასი), მანჩინელი (13), მაჩიულისი (11), ჯააბერი (11), როკა (10).

ვალენსია-პანათინაიკოსი 56:72
15:17, 12:25, 20:13, 9:17
ვ: მარტინესი (16), კლავერი (15+6 მოხსნა), კუკი (9+5 მოხსნა).
პ: ბატისტი (13), პერპეროგლუ (10), დიამანტიდისი (8+7 პასი+4 ჩაჭრა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული