სენსაცია გერმანიაში

AutoSharing Option
ევროლიგის ახალი სეზონის სტარტზე ყველაზე დიდი მოულოდნელობა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის - მოსკოვის ცსკა-ს უსუსტესი გამოსვლა გახლავთ. არმიელებს პირველ ტურში შინ "მილანთან" წაგების შემდეგ სერიოზულად შეელახათ რეპუტაცია. ამიტომაც ცსკა ათენში ადგილობრივ "პანათინაიკოსთან" აუთსაიდერის რანგში ჩავიდა და გაამართლა ეს სტატუსი.
მოსკოველებს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ - მოულოდნელად გამოეთიშა თამაშს ერთ-ერთი ლიდერი შიშკაუსკასი, რომლის შემცვლელიც სტუმრებს არ აღმოაჩნდათ. ასევე არ იყო რუსეთის ნაკრების ცენტრი საშა კაუნი და მის ნაცვლად მოთამაშე მარიანოვიჩმა და სოკოლოვმა უკვე პირველ მეოთხედში მიიღეს ორ-ორი პერსონალური. შედეგად, ბერძნებმა სამწამიანში გაილაღეს
და ზედიზედ აგროვებდნენ ფარქვეშიდან ქულებს.

თუმცა "პანათინაიკოსი" ყველა ასპექტში ჯობდა მეტოქეს. ცსკა-ს ზონური დაცვაც არ გამოუვიდა და პერპეროგლუმ, დიამანტიდისმა და სატომ სამქულიანებიც მრავლად ჩააგდეს და სავსებით ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ არმიელებს 2005 წლის შემდეგ არ წაუგიათ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორი მატჩი.

სენსაციის გარდა სხვა სახელი არ მოეძებნება ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გერმანიაში მარცხს. სტუმრად "ბამბერგთან" დამარცხდა ბერძნული გრანდი - "ოლიმპიაკოსი". დუშან ივკოვიჩი ახალ გუნდს აყალიბებს და ეს მარცხი, შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს "ოლიმპიაკოსისთვის".

ბერძნების დამარცხებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: თავისი როლი ითამაშა გერმანულმა პუბლიკამ, მატჩის ბოლოს "ოლიმპიაკოსის" სუსტმა დაცვამ, მაგრამ მთავარი მიზეზი "ბამბერგის" ამერიკელი ლეგიონერები გახდნენ. ბრაიან რობერტსი და კაილ ჰაინსი სასტიკად გაუსწორდნენ მეტოქის მცველებს და ჯამში 37 ქულა დააგროვეს, რაც საერთო გუნდური მონაგარის ნახევარზე მეტი აღმოჩნდა. "ოლიმპიაკოსის" რიგებში კი მხოლოდ პაპალუკასის მონდომებაა აღსანიშნავი, მაგრამ ვეტერანი მცველი მარტო ვერას გახდებოდა აღმავლობით მოთამაშე გერმანელთა წინააღმდეგ.

შედეგიანობის მხრივ ტურის რეკორდსმენი გახდა "მაკაბის" ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი - მან "ჟალგირისს" 24 ქულა ჩაუგდო. თუმცა ორი ტურის შემდეგ საშუალო შედეგიანობის მხრის ლიდერი არა "პატარა შაკი", არამედ "ეფესისა" და "ციბონას" ბომბარდირები - იგორ რაკოჩევიჩი და ბოიან ბოგდანოვიჩი არიან (21.5).

ტურში მოხსნების მხრივ ლიდერი გახდა "რეალის" წევრი ანტე ტომიჩი - 14 მოხსნა "უნიკახას" წინააღმდეგ. 10 საშუალო მოხსნით ის ორი ტურის შემდეგ ლიდერობს ამავე კატეგორიას.
შედეგიანი გადაცემების მხრივ თავი გამოიყინეს მარსელინიო უერტასმა ("კახა ლაბორალი") და დორონ პერკინსმა ("მაკაბი") - 8 პასი. გადაცემების საშუალო რაოდენობით წინ არის "პანათინაიკოსის" ფლეიმეიკერი დიმიტრის დიამანტიდისი - 7 პასი.

პერკინსი ერთპიროვნული ლიდერი იყო ჩაჭრების რაოდენობით - მან "ჟალგირისის" წინააღმდეგ შვიდჯერ გამოიჩინა თავი და ორ ტურში საშუალო მაჩვენებელი 4 ჩაჭრამდე აიყვანა, რაც საუკეთესო მაჩვენელებია სეზონში.

ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა გაიყო პირველობა დაფარებებში - 2 ბლოკი. ერთ-ერთი იყო კაუნასელი მირზა ბეგიჩი, რომელიც 2.5 დაფარებით ლიდერობს სეზონს.

ტრადიციულად ევროლიგამ ტურის მოთამაშე გამოავლინა. MVP გახდა "ეფეს პილსენის" მცველი მერვის ტორნტონი. "ვალენსიასთან" მოგებულ შეხვედრაში ამერიკელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა და 10 მოხსნა, რასაც ორ-ორი პასი და ჩაჭრა დაუმატა. ეს ტორნტონის კარიერაში მესამე ორმაგი დუბლია და პირველი 2004 წლის შემდეგ, როცა მერვისმა "ოთხთა ფინალში" მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშა.


A ჯგუფი
პროკომი-კ. ლაბორალი 73:80
15:20, 23:21, 16:21, 19:18
პ: ბრაუნი (19+4 პასი), გიდენსი (16), იუინგი (9).
კ-ლ: ბარაცი (18+9 მოხსნა), ტელეტოვიჩი (17+6 მოხსნა), უერტასი (12+8 პასი+5 მოხსნა), ოლესონი (10).

პარტიზანი-ხიმკი 72:68
21:19, 15:18, 13:16, 23:15
პ: ჯავაი (15+8 მოხსნა), ლაფაიეტი (14+4 პასი), კეჩმანი (12).
ხ: ლენგფორდი (19), პლანიჩიჩი (16), ლონჩარი (13+9 მოხსნა).

მაკაბი-ჟალგირისი 86:70
25:11, 22:16, 18:24, 21:19
მ: შორცანიდისი (24+5 მოხსნა), ჰენდრიქსი (14+9 მოხსნა), ელიაჰუ (12).
ჟ: იანკუნასი (17).

 თ მ წ ბ ქ
1. კახა ლაბორალი 2 2 0 174-151 4
2. ხიმკი 2 1 1 150-148 2
3. მაკაბი 2 1 1 164-164 2
4. ჟალგირისი 2 1 1 143-148 2
5. პარტიზანი 2 1 1 134-141 2
6. პროკომი 2 0 2 156-162 0


B ჯგუფი
ბამბერგი-ოლიმპიაკოსი 73:61
16:16, 18:12, 16:19, 23:14
ბ: რობერტსი (23+5 მოხსნა), ჰაინსი (14), ჰაველი (11), იაკობსენი (10+6 მოხსნა).
ო: პაპალუკასი (13+5 მოხსნა), სპანულისი (11), ტეოდოშიჩი (11+6 მოხსნა), ნესტეროვიჩი (9+9 მოხსნა).

შარლერუა-ვირტუსი 55:64
21:14, 10:16, 12:16, 12:18
შ: მალე (14+4 პასი), ჰილი (8), გრინი (8+8 მოხსნა).
ვ: ვაშინგტონი (20+7 მოხსნა), კროსარიოლი (16+8 მოხსნა).

რეალი-უნიკახა 68:56
17:18, 17:14, 19:11, 15:13
რ: რეიესი (17+8 მოხსნა), ს. როდრიგესი (14), ლული (13), ტაკერი (10), ტომიჩი (8+14 მოხსნა).
უ: ბ. როდრიგესი (16+5 პასი), ტრიპკოვიჩი (10).

 თ მ წ ბ ქ
1. რომა 2 2 0 147-120 4
2. რეალი 2 1 1 154-138 2
3. ოლიმპიაკოსი 2 1 1 143-139 2
4. უნიკახა 2 1 1 140-141 2
5. ბამბერგი 2 1 1 138-144 2
7. შარლერუა 2 0 2 128-144 0


C ჯგუფი
ლ. რიტასი-მონტეპასკი 75:79
21:15, 18:24, 19:21, 17:19
ლ-რ: ბიელიცა (18), ბაირამოვიჩი (14+12 მოხსნა), ელ ამინი (11+4 პასი), ვალანჩიუნასი (11+6 მოხსნა).
მ: კაუკენასი (16), მაკალები (14+3 ჩაჭრა), კ. ლავრინოვიჩი (13+7 მოხსნა), რაკოვიჩი (10), მოსი (10+4 ჩაჭრა).

შოლე-ბარსელონა 77:84
14:24, 15:14, 22:20, 26:26
შ: მეხია (17+5 პასი), რობინსონი (16+6 მოხსნა), ავდალოვიჩი (12), ნელსონი (10), ფალკერი (9+7 მოხსნა).
ბ: ლორბეკი (19+5 მოხსნა+4 პასი), ნდონგი (16+7 მოხსნა), ნავარო (15+6 პასი).

ციბონა-ფენერბაჰჩე 68:73
19:19, 21:23, 11:16, 17:15
ც: რადოშევიჩი (16), ბოგდანოვიჩი (15), პასალიჩი (12+5 მოხსნა), სტიპჩევიჩი (12+6 პასი), ზუბიჩიჩ (11+7 მოხსნა).
ფ: კინსი (17), უკიჩი (14+4 პასი), გრირი (11).

 თ მ წ ბ ქ
1. მონტეპასკი 2 2 0 155-119 4
2. ფენერბაჰჩე 2 2 0 159-137 4
3. ბარსელონა 2 2 0 164-143 4
4. ციბონა 2 0 2 134-153 0
5. ლეტუვოს რიტასი 2 0 2 144-165 0
6. შოლე 2 0 2 121-160 0


D ჯგუფი
ეფესი-ვალენსია 79:63
14:16, 20:13, 23:16, 22:18
ე: რაკოჩევიჩი (20), ტორნტონი (19+10 მოხსნა), თუნჩერი (16+4 პასი+3 ჩაჭრა), ნახქარი (11).
ვ: სავანოვიჩი (15+8 მოხსნა), ლიშჩუკი (12), იავტოკასი (10).

პანათინაიკოსი-ცსკა 74:60
15:14, 16:17, 27:16, 16:13
პ: ნიკოლასი (18), სატო (17), დიამანტიდისი (10+7 პასი+5 მოხსნა), პერპეროგლუ (8).
ც: გორდონი (20+5 მოხსნა+4 პასი).

მილანი-ოლიმპია 72:76
16:16, 24:16, 18:28, 14:16
მ: ჯააბერი (13), ფინლი (12+4 პასი), ჰოუკინსი (11), მაჩიულისი (10).
ო: იაგოდნიკი (19+5 მოხსნა), ოზბოლტი (19), ილიევსკი (12+4 პასი), გრეგორი (11).

 თ მ წ ბ ქ
1. პანათინაიკოსი 2 2 0 146-116 4
2. ოლიმპია 2 2 0 171-162 4
3. ეფესი 2 1 1 169-158 2
4. მილანი 2 1 1 160-149 2
5. ცსკა 2 0 2 133-162 0
6. ვალენსია 2 0 2 119-151 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული