"პანათინაიკოსმა" ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა. უკიჩის, დიამანტიდისა და მაჩიულისის მონდომებით, ბერძნები 14:0 დაწინაურდნენ, მეოთხედის ბოლოს კი ანგარიში 21:9 იყო "პაოს" სასარგებლოდ.
მაგრამ აქედან მოყოლებული, რამდენიმე წუთი სტუმრებს ჩავარდნა დაეწყოთ - მათ კარგა ხანი ქულა ვერ აიღეს, "ბარსა" კი 13:0 გაიქცა და ლიდერობა მოიპოვა - 22:21. ამის შემდეგ ქულა-ქულაში თამაში ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა და "ბარსა"
"პანათინაიკოსმა" მეორე ნახევარი ისე დაიწყო, როგორც პირველი - კვლავ მოახერხა წინ გასვლა და "ბარსა" ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა. სამი მეოთხედის შემდეგ ბერძნების უპირატესობა ექვს ქულას შეადგენდა და ისინი კარგადაც აკონტროლებდნენ სიტუაციას, მაგრამ ერთ მომენტში ნავარომ და იასიკიავიჩუსმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდეს და "პანათინაიკოსის" უპირატესობისგან არაფერი დარჩა - 60:60.
საბოლოოდ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და იქაც ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იყო. ყველაფერი გადაწყვიტა კატალონიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშის - ხუან კარლოს ნავაროს სამქულიანმა, რომელიც სირენამდე ორი წუთით ადრე ჩავარდა კალათში. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და "ბარსელონამ" მოახერხა ხუთმატჩიან სერიაში დაწინაურება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ესპანური გრანდის ზედიზედ მე-13 მოგება ევროლიგაზე.
ამ გუნდების მეორე მატჩი 11 აპრილს ისევ ბარსელონაში გაიმართება.
ბარსელონა-პანათინაიკოსი 72:70 (ო)
11:21, 23:11, 11:19, 19:13, 8:6
ბ: ნავარო (14), ტომიჩი (13+12 მოხსნა), სადა (13), იასიკიავიჩუსი (11+5 პასი).
პ: გისტი (14), ლასმე (14), დიამანტიდისი (10+7 მოხსნა).
სერია: 1-0
ევროპის თასის საუკეთესოები
ევროპაში რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპის თასზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - ფინალი რუსეთის "ლოკომოტივ-ყუბანსა" და ესპანეთის "ბილბაოს" შორის. მანამდე კი ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს 2012-13 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.
პირველი ნაკრები: ნიკოლას კალატესი ("ლოკომოტივი-ყუბანი", რუსეთი), მალკოლმ დელეინი ("ბუდიველნიკი", უკრაინა), ჯასტინ დოლმანი ("ვალენსია", ესპანეთი), კოსტას ვასილიადისი ("ბილბაო", ესპანეთი), ჯონ ბრაიანტი ("ულმი", გერმანია).
მეორე ნაკრები: უოლტერ ჰოჯი ("ზელენა-გურა", პოლონეთი), ლამონტ ჰემილტონი ("ბილბაო", ესპანეთი), დერიკ ბრაუნი ("ლოკომოტივი-ყუბანი", რუსეთი), ჩაკ ეიდსონი (უნიქსი, რუსეთი), ლუკას მავროკეფალიდისი ("სპარტაკი", რუსეთი).
უფრო ადრე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს "ბილბაოს" დამრიგებელი ფოტცის კაციკარისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროლიგა. VI ტური: ტურის მოთამაშე