ევროლიგამ პლეი ოფის მეორე მატჩების საუკეთესო მოთამაშედ მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანი ვიქტორ ხრიაპა დაასახელა. მართალია, "კახა ლაბორალთან" მოგებულ მატჩში (90:68) რუსს განსაკუთრებული შედეგიანობა არ უჩვენებია, მაგრამ ძალიან სასარგებლო იყო მოედანზე. მან 9 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი
ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის ასევე მოხვდნენ: სერხიო ლიული ("რეალი"), მილოშ ტეოდოშიჩი (ცსკა), ვასილის სპანულისი ("ოლიმპიაკოსი"), მაცეი ლამპე ("პანათინაიკოსი") და ზორან ერცეგი (ცსკა).
ცსკა-კ. ლაბორალი 90:68
20:26, 24:11, 25:13, 21:18
ც: კაუნი (16), კრსტიჩი (16), ერცეგი (16), ტეოდოშიჩი (14+6 მოხსნა+7 პასი), მიჩოვი (11).
კ-ლ: ლამპე (19+6 მოხსნა), სან ემეტერიო (13+3 ჩაჭრა), კაზერი (12).
სერია: 2-0
ოლიმპიაკოსი-ეფესი 71:53
14:16, 21:10, 17:14, 19:13
ო: სპანულისი (15+8 პასი), ჰეინსი (12), ანტიჩი (11+7 მოხსნა).
ე: გიონლუმი (13+14 მოხსნა).
სერია: 2-0
რეალი-მაკაბი 75:63
18:13, 18:15, 20:18, 19:17
რ: ლიული (26), კეროლი (14), მიროტიჩი (10+7 მოხსნა).
მ: ლოგანი (19+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (13+7 მოხსნა), ჰიკმენი (10+5 მოხსნა+6 პასი), კანერ-მედლი (10).
სერია: 2-0
* * *
ამასობაში, ბელგიის ქალაქ შარლერუაში გაიმართა რანგით მეორე ევროტურნირის - ევროთასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ რუსეთის "ლოკომოტივი-ყუბანი" და ესპანეთის "ბილბაო". გამარჯვება კრასნოდარულმა კლუბმა მოიპოვა - 75:64. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დაიდო "ლოკომოტივის" ამერიკელმა ლეგიონერმა რიჩარდ ჰენდრიქსმა - მან 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ფინალის MVP გახდა.
რუსული კლუბისთვის ეს პირველი ტიტულია ევროპულ არენაზე. რაც მთავარია, კრასნოდარელებმა მომავალ სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კლუბები ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ ევროპის თასს: 2010-11 წლების სეზონში ყაზანის უნიქს-მა გაიმარჯვა, 2011-12 წლებში - "ხიმკიმ".
ბილბაო-ლოკომოტივი 64:75
17:16, 13:22, 15:16, 19:21
ბ: ვასილიადისი (16+6 მოხსნა), რაკოვიჩი (11+6 მოხსნა), მუმბრუ (10).
ლ: ჰენდრიქსი (14+9 მოხსნა), მარიჩი (12+10 მოხსნა), ბრაუნი (11), კალატესი (10+7 პასი+7 მოხსნა), კალნიეტისი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროლიგაში მასპინძლები მძლავრობენ