ევროლიგაში მასპინძლები მძლავრობენ

AutoSharing Option
ევროლიგაზე დასრულდა მეოთხედფინალური სერიების პირველი მატჩები. ოთხივე წყვილში მასპინძლებმა გაიმარჯვეს და წაიყვანეს სერიაში ანგარიში. მეორე მატჩებშიც მასპინძლებად მოგებული გუნდები მოგვევლინებიან.

პლეი ოფის საწყისი შეხვედრების საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის "რეალის" მცველი რუდი ფერნანდესი დასახელდა, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

"რეალმა" ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 26 ქულით დაამარცხა ისრაელის "მაკაბი" და ამ მოგებაში ესპანეთის ნაკრების მცველმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე იყო 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ფერნანდესის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 ქულა შეადგინა.

პლეი ოფის პირველი მატჩების საუკეთესო
ხუთ მოთამაშეს შორის ასევე მოხვდნენ: ნენად კრსტიჩი (ცსკა), გიორგოს პრინტეცისი ("ოლიმპიაკოსი"), სემიჰ ერდენი, ქერიმ გიონლუმი ("ეფესი").

ევროლიგა. 1/4-ფინალი

ცსკა-კახა ლაბორალი 89:78
26:19, 24:16, 23:23, 16:20
ხ: უიმსი (19), ტეოდოშიჩი (17+5 პასი), კრსტიჩი (16+5 მოხსნა), კაუნი (16).
კ-ლ: კაზერი (17), ნოჩიონი (16+9 მოხსნა), ლამპე (12+5 მოხსნა), მ. ბიელიცა (10+4 პასი).

ოლიმპიაკოსი-ეფესი 67:62
17:15, 16:17, 17:14, 17:16
ო: პრინტეცისი (26).
ე: გიონლუმი (17+5 მოხსნა), ლუკასი (10+6 პასი).

რეალი-მაკაბი 79:53
14:23, 24:4, 21:16, 20:10
რ: ფერნანდესი (15+6 მოხსნა), მიროტიჩი (14), როდრიგესი (10+10 პასი+5 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (9+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰიკმენი (9), ქანერ-მედლი (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული