A ჯგუფში ბოლო ტური მხოლოდ პირველ ოთხეულში ადგილების გადანაწილებაზე ახდენდა გავლენას. საბოლოოდ ასეც მოხდა: "კახა ლაბორალმა" "პარტიზანის" დამარცხებით "ჟალგირისს" და სერბულ კლუბს გაუსწრო და სავსებით მოულოდნელად და არალოგიკურად დაიკავა ჯგუფში მეორე ადგილი. "ჟალგირისმა" რუსეთში წააგო, არადა თითქმის განაღდებული ჰქონდა გამარჯვება. მარცხის მიზეზი გახდა კიტ ლენგფორდის ბრწყინვალე თამაში - მან 35 ქულა დააგროვა და ჩააგდო ბურთი, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. რაც შეეხება თელ-ავივის "მაკაბის", აქ თავიდანვე ყველაფერი გასაგები იყო. ბლატმა და კომპანიამ იოლად გაიმარჯვა პოლონეთში და აბსოლუტურად საუკეთესო შედეგით - 9
* * *
B ჯგუფში ინტრიგა პრაქტიკულად არ ყოფილა. სიტუაცია გამოაცოცხლა გერმანიის "ბამბერგმა", რომელმაც გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო "უნიკახასთან" პირველი წრის მატჩში - ორი ქულა ჩაიწერა აქტივში. მაშინ გერმანელები იგებდნენ თამაშს, მაგრამ ბოლო მომენტში გაფლანგეს უპირატესობა. ამჯერად საპირისპირო სიტუაცია მივიღეთ. თუმცა მალაგელებისთვის ეს წაგება კატასტროფული არ ყოფილა - მათ შეინარჩუნეს მესამე ადგილი და მეორე ეტაპზე ითამაშებენ.
პირველ წრეში "რეალმა" ბელგიაში 49 ქულა დააგროვა, ახლა "შარლერუამ" წაიღო მადრიდიდან 45 ქულა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიჭიერი ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც თავისი ასაკის შესაბამისად 19 ქულა დააგროვა.
* * *
C ჯგუფი ერთადერთი იყო, სადაც მართლა არსებობდა ინტრიგა. სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში "ლეტუვოს რიტასი" იყო, რომელიც უიმედო აუთსაიდერ "ციბონას" ხვდებოდა. ლიტველთა გრძელმა სათადარიგოთა სკამმა და სწორმა როტაციამ თავისი გააკეთა და "რიტასმა" დაგეგმილი მოგება ჩაიწერა აქტივში. გარდა ამისა, თითქმის არავის სჯეროდა, რომ "შოლე" ფენერბაჰჩეს" მოუგებდა. საბოლოოდ, ფრანგებმა 30 ქულა წააგეს და დაასრულეს ევროლიგაზე გამოსვლა. ყველაფერი ორი კვირის წინ გადაწყდა, როცა ლიტველებმა "შოლე" 12 ქულით დაამარცხეს და პირველ წრეში 8 ქულით წაგება გადაფარეს. ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონა" და "მონტეპასკი" მოედანზე დადიოდნენ, თუმცა ესპანურმა კლუბმა უკეთესად ჩაატარა მატჩის დასკვნითი ნაწილი, ბოლოს კი ყველაფერი რუბიოს ფარქვეშ შესვლამ გადაწყვიტა. მან გადამწყვეტი სროლა ჩააგდო, "მონტეპასკიმ" კი ვერ შეძლო შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა.
* * *
D ჯგუფის მატჩები ოთხშაბათს გაიმართა და აქაც ფორმალურად ინტრიგა არსებობდა: რთული დასაჯერებელი იყო ათენში "მილანის" გამარჯვება. იტალიელებმა წააგეს, შესაბამისად, "ვალენსიას" შეეძლო თავი არ მოეკლა "ოლიმპიასთან" მატჩში, მაგრამ სერბმა დუშკო სავანოვიჩმა თავისი ყოფილი თანამემამულეების გაწბილების შანსი ხელიდან არ გაუშვა. 1.3 წამით ადრე მისმა ზუსტმა სამქულიანმა საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას. მოულოდნელმა აუთსაიდერმა მოსკოვის ცსკა-მ კარი გაიჯახუნა - არამოტივირებული "ეფეს პილსენი" საკუთარ მოედანზე დაამარცხა.
ტურის მოთამაშე
ევროლიგამ მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ რუსეთის "ხიმკის" მცველი კიტ ლენგფორდი დაასახელა. "ჟალგირისთან" მოგებულ მატჩში (93:89 ო) ამერიკელმა 35 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. გარდა ამისა, მეტოქე კალათბურთელები ლენგფორდზე 15-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, კიტის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35 ქულა შეადგინა.
მეათე ტურის საუკეთესო კალათბურთელებში მოხვდნენ: სოფოკლის შორცანიდისი ("ოლიმპიაკოსი"), ბოიან ბოგდანოვიჩი ("ციბონა"), კევინ პინკნი ("ოლიმპია") და ჰალიდ ელ ამინი ("ლეტუვოს რიტასი").
A ჯგუფი
კ.ლაბორალი-პარტიზანი 87:71
21:16, 20:14, 28:19, 18:22
კ-ლ: ტელეტოვიჩი (17+6 მოხსნა), სან ემეტერიო (14), ოლესონი (14+7 მოხსნა), სოუ (13+5 მოხსნა), ბარაცი (11).
პ: ვესელი (17), ჯავაი (13+4 დაფარება), გისტი (11+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ხიმკი-ჟალგირისი 93:89 (ო)
22:23, 20:25, 19:15, 20:18, 12:8
ხ: ლენგფორდი (35+8 მოხსნა+4 პასი), ლოპესი (14), ლონჩარი (13+9 მოხსნა), მონია (10), პლანიჩიჩი (8+7 პასი+4 ჩაჭრა).
ჟ: კალნეიტისი (24), პოჩიუსი (13), იანკუნასი (9+11 მოხსნა).
პროკომი-მაკაბი 72:83
11:25, 18:27, 28:15, 15:16
პ: ვიდენოვი (20+6 მოხსნა), იაგლა (13+9 მოხსნა), შეტკა (11).
მ: შორცანიდისი (23+7 მოხსნა), ეიდსონი (13+6 პასი+4 ჩაჭრა), ბლუ (12+5 მოხსნა).
მ წ ქ
1. მაკაბი 9 1 799-700
2. კახა ლაბორალი 5 5 809-784
3. ჟალგირისი 5 5 762-765
4. პარტიზანი 5 5 658-717
5. ხიმკი 4 6 764-753
6. პროკომი 2 8 689-762
B ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-რომა 89:82
22:22, 23:17, 19:14, 25:29
ო: სპანულისი (18+4 პასი+3 ჩაჭრა), ბურუსისი (15+6 მოხსნა), ტეოდოშიჩი (16+4 პასი), ნესტეროვიჩი (14+6 მოხსნა).
რ: ტრაორე (22+6 მოხსნა), ჯედოვიჩი (16), ვაშინგტონი (16), დატომე (14).
რეალი-შარლერუა 94:45
29:16, 17:13, 22:12, 26:4
რ: მიროტიჩი (19+6 მოხსნა), ფიშერი (12+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), როდრიგესი (12+5 პასი).
შ: ბროილსი (12+3 ჩაჭრა).
უნიკახა-ბამბერგი 70:72
26:16, 14:16, 13:11, 17:29
უ: არჩიბალდი (15+6 მოხსნა), ფრილენდი (10).
ბ: ჰაველი (13), რობერტსი (12+7 პასი), სუპუტი (12).
მ წ ქ
1. ოლიმპიაკოსი 7 3 805-730
2. რეალი 6 4 734-664
3. უნიკახა 5 5 749-759
4. რომა 5 5 735-770
5. ბამბერგი 4 6 714-739
6. შარლერუა 3 7 691-766
C ჯგუფი
ბარსელონა-მონტეპასკი 73:72
13:17, 18:20, 25:18, 17:17
ბ: ვასკესი (13+7 მოხსნა), გრიმაუ (12+5 მოხსნა).
მ: მაკალები (20), რაკოვიჩი (10+7 მოხსნა).
ფენერბაჰჩე-შოლე 93:61
16:16, 22:14, 21:13, 34:18
ფ: ლავრინოვიჩი (18), ფექერი (13), პრელძიჩი (11+11 პასი), თურქანი (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
შ: მეჰია (17+5 მოხსნა).
ციბონა-ლ. რიტასი 77:94
20:21, 17:23, 27:23, 13:27
ც: ბოგდანოვიჩი (28+4 ჩაჭრა), ზუბჩიჩი (17+8 მოხსნა), სტიპჩევიჩი (12+4 პასი), ლალიჩი (10).
ლ-რ: ბაირამოვიჩი (22+9 მოხსნა), ელ ამინი (20+6 მოხსნა+5 პასი), იასიკიავიჩუსი (13), ბაბრაუსკასი (11), გეჩევიჩუსი (10+5 მოხსნა).
მ წ ქ
1. მონტეპასკი 8 2 787-661
2. ფენერბაჰჩე 7 3 795-723
3. ბარსელონა 7 3 766-709
4. ლ. რიტასი 4 6 779-784
5. შოლე 4 6 705-774
6. ციბონა 0 10 677-858
D ჯგუფი
ვალენსია-ოლიპია 78:77
29:17, 7:21, 18:16, 24:23
ვ: კუკი (14+4 პასი), მარტინესი (14), სავანოვიჩი (14), იავტოკასი (10+5 მოხსნა).
ო: პინკნი (27+9 მოხსნა), გრეგორი (21+7 მოხსნა+6 პასი), ილიევსკი (10+4 პასი).
ცსკა-ეფესი 78:69
22:17, 15:8, 21:22, 20:22
ც: გორდონი (18+7 მოხსნა), ვორონცევიჩი (17+7 მოხსნა), სოკოლოვი (11).
ე: რაკოჩევიჩი (15), ტორნტონი (14+8 მოხსნა), დადლი (10+6 მოხსნა).
პანათინაიკოსი-მილანი 93:62
24:15, 22:17, 21:14, 26:16
პ: პერპეროგლუ (14), კაიმაკოგლუ (12+10 მოხსნა), ფოცისი (11), ვუგიაკისი (11), სატო (10+5 მოხსნა).
მ: ფინლი (13), ჰოუკინსი (12+5 პასი), ჯააბერი (11+5 პასი).
მ წ ქ
1. პანათინაიკოსი 7 3 802-703
2. ოლიმპია 6 4 789-783
3. ეფესი 5 5 756-768
4. ვალენსია 5 5 689-695
5. მილანი 4 6 737-766
6. ცსკა 3 7 683-741