ევროლიგა: საუკეთესო ჩერნოგორიელი ამერიკელია

AutoSharing Option
ევროლიგის გათამაშებაში მეორე ეტაპი - TOP-16 დაიწყო. გაიმართა პირველი ტური, რომლის საუკეთესო მოთამაშე გახდა რუსული "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელი ლეგიონერი ტეილორ როჩესტი. აინარს ბაგატსკისის გუნდმა სტუმრად სენსაციურად დაამარცხა "მილანი" (79:59).

როჩესტი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 23 წუთი მოედანზე ძალიან ნაყოფიერად გაატარა. ამ დროის განმავლობაში ჩერნოგორიული პასპორტის მქონე ამერიკელმა 19 ქულა (ორქულიანები - 2/3, სამქულიანები - 3/6, საჯარიმოები - 6/6), 4 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა. როჩესტის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 ქულა შეადგინა.

გასული კვირის საუკეთესო მომხსნელი გახდა როჩესტის თანაგუნდელი
ტრეი ტომპკინსი, რომელმაც 15 მოხსნა მიითვალა. "ოლიმპიაკოსის" ვეტერანი ვასილის სპანულისი ლიდერი იყო შედეგიანი პასების რაოდენობით - 11 გადაცემა "უნიკახას" წინააღმდეგ. ტურის მთავარი ბომბარდირი კი მარსელინიო უერტასი გახდა, რომლის 23 ქულამ ვერ უშველა "ბარსელონას" გერმანიის "ალბასთან" მატჩში.

TOP-16. I ტური
E ჯგუფი
გალათასარაი-ჟალგირისი 78:69
პანათინაიკოსი-მაკაბი 83:76
ცრ. ზვეზდა-რეალი 72:79
ალბა-ბარსელონა 80:70

F ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ცსკა 81:84 (ო)
კახა ლაბორალი-ეფესი 67:72
მილანი-ნ. ნოვგოროდი 59:79
უნიკახა-ოლიმპიაკოსი 61:69

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული