როგორც ესპანურმა პრესამ გაარკვია, ესკანუელა ფედერაციის საქმეებისთვის ბიუჯეტის (278 ათასი ევრო) მხოლოდ 15 პროცენტს ხარჯავდა. დანარჩენი თანხა მიდიოდა რემონტზე, პრეზიდენტის მგზავრობებზე, ადვოკატებთან კონსულტაციებზე, ჟურნალისტების ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, 12 ათასი ევრო დაიხარჯა ტკბილეულობაზე.
ფედერაციის ბევრი თანამშრომელი უკმაყოფილოა პრეზიდენტის მუშაობით. მაგალითად, კასტილიაში რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელმა მანუელ ანტონმა განაცხადა: "ფედერაცია უკვე გარკვეული ხანია საჩოგბურთო საქმეებით არ არის დაკავებული. ესკანუელა - ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ისტორიაში".
ესკანუელა ერთი თვით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"