FIBA რუსეთის მერე ისრაელსაც დასჯის?

AutoSharing Option
უახლოეს პერიოდში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, შესაძლოა, ისრაელის კალათბურთის ფედერაციის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც მოჰყვება ამ ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა.

სავარაუდო სასჯელის მიზეზი გახდება კორუფცია ისრაელის ფედერაციაში. FIBA-თვის ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივ ფედერაციაში ხელმძღვანელი თანამდებობები, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ არის ნაყიდი.

სავარაუდოდ, კორუფციული სკანდალის გამოძიება სექტემბრის დასაწყისისთვის არ დასრულდება და ხელს არ შეუშლის 2015 წლის ევრობასკეტზე ისრაელის ნაკრების მონაწილეობას, მაგრამ მოგვიანებით, ამ ქვეყანას შეიძლება მართლაც სერიოზული სანქციები დაეკისროს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კალათბურთის საერთაშორისო
ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა რუსეთის კალათბურთის ფედერაციას და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული