ევროლიგა. ლაურეატები: დე კოლო - MVP-ც და სნაიპერიც

AutoSharing Option
მოახლოებული "ოთხთა ფინალის" წინ, ევროლიგამ 2015-16 წლების სეზონის ლაურეატები დაასახელა. ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე გახდა მოსკოვის ცსკა-ს ფრანგი ლეგიონერი ნანდო დე კოლო.

წელს, ევროლიგის 25 მატჩში მან საშუალოდ 18.9 ქულა, 4.9 შედეგიანი პასი, 3.6 მოხსნა და 1.1 ჩაჭრა დააგროვა. დე კოლომ, რომელიც ევროლიგის ისტორიაში პირველი ფრანგი MVP გახდა, აგრეთვე დაიმსახურა ალფონსო ფორდის სახელობის პრიზი, რომელიც ტურნირის საუკეთესო სნაიპერს გადაეცემა.

რა თქმა უნდა, დე კოლო შეიყვანეს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში. მასთან ერთად იქ მოხვდნენ: მილოშ ტეოდოშიჩი (ცსკა), მალკოლმ დილეინი ("ლოკომოტივი"), იანის ბურუსისი ("ლაბორალ
კუტჩა") და იან ვესელი ("ფენერბაჰჩე").

ევროლიგის "ოთხთა ფინალი" 13-15 მაისს, ბერლინში გაიმართება. პირველ ნახევარფინალში ცსკა "ლოკომოტივს" შეხვდება, ფინალის მეორე საგზურს კი "ფენერბაჰჩე" და "ლაბორალ კუტჩა" გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული