23 წლის სერბი მილოშ თეოდოსიჩი ევროპის 2010 წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ორი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები, ჟურნალისტები და მწვრთნელები იღებდნენ, თეოდოსიჩმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ესპანელი პოუ გაზოლია, მესამე გერმანელი დირკ ნოვიცკი.
ჟურნალისტების და მწვრთნელების გამოკითხვაში თეოდოსიჩმა მეორე ადგილი დაიკავა, 195 ხმით. გაზოლმა 203 ხმა მიიღო. თუმცა გულშემატკივრების გამოკითხვაში სერბმა ესპანელს მნიშვნელოვნად აჯობა (13160 ხმა 6213-ის წინააღმდეგ). ორი გამოკითხვის ჯამში შედგა რეიტინგი, რომელშიც თეოდოსიჩმა 0.169 ქულა მოაგროვა, გაზოლმა კი - 0.167.
2010 წელს მცველის პოზიციაზე მოთამაშე თეოდოსიჩი სერბეთის
ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. ბერძნული "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში მან ევროლიგის "ოთხთა ფინალში" ითამაშა.
მომზადებულია fiba.com-ის მიხედვით
.