30 რუსი 14 ადგილისთვის

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი ევრობასკეტისთვის მზადებას შეუდგა. მან უკვე ჩამოწერა გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 30 კალათბურთელი მოხვდა.

მწვრთნელი შეკრებას ორ ეტაპად ჩაატარებს: ჯერ იმ კალათბურთელებს გაეცნობა, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვთ, შემდეგ დამრტყმელ ძალას შეკრებს. პირველი ეტაპი 27 ივნისიდან 15 ივლისამდე გასტანს, ხოლო მეორე - 18 ივლისიდან დაიწყება...

ნაკრებში საუკეთესო შემადგენლობაა გამოძახებული: ანდრეი კირილენკო, ჯეი არ ჰოლდენი, ტიმოფეი მოზგოვი, ვიქტორ ხრიაპა, სერგეი მონია...

- რუსეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ივლისის შუაში შეუდგება. გუნდს შეკრების პირველივე
დღიდან შევუერთდები, - განაცხადა "იუტა ჯაზის" ფორვარდმა ანდრეი კირილენკომ.

აქამდე პრობლემატური იყო ნატურალიზებულის საკითხი, რადგან ცსკა-ს უკანახაზელმა ჯეი არ ჰოლდენმა ფიქრისთვის დრო ითხოვა. თუმცა, მწვრთნელი, დევიდ ბლატი რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კრასნენკოვმა დაარწმუნა, რომ ჰოლდენს ნაკრებში დაბრუნება სურს. რუსი ჟურნალისტები ვარაუდობენ - თუ ჰოლდენი მაინც უარს იტყვის, ნაკრებში მიიწვევენ რუსეთის პასპორტის მქონე კელი მაკარტის, ან ტრევის ჰენსონს. თუმცა, იქვე დასძენენ - ჰოლდენის არყოფნით გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემა გარდაუვალი იქნებაო.

შეგახსენებთ, ევრობასკეტზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 1 სექტემბერს გაიმართება.

შესარჩევი. 27 ივნისი-15 ივლისი
1. სემიონ ანტონოვი (ნიჟნი ნოვგოროდი)
2. დმიტრი გოლოვინი (ნიჟნი ნოვგოროდი)
3. მაქსიმ გრიგორიევი (ლოკომოტივი, კუბანი)
4. პიოტრ გუბანოვი (დინამო)
5. ვიაჩესლავ ზაიცევი (ხიმკი)
6. ვიქტორ ზვარიკინი (კრასნიე კრილია)
7. ალექსეი ზაზულინი (სპარტაკი)
8. ვლადიმირ ივლევი (დინამო)
9. ანატოლი კაშიროვი (არისი, საბერძნეთი)
10. ალექსანდრ კორჩაგინი (სპარტაკი)
11. ალექსეი კოტიშევსკი (სპარტაკი)
12. ვალერი ლიხოდეი (ტრიუმფი)
13. ივან ნელიუბოვი (ფემ)
14. დენის პოლოხინი (ცსკა)
15. დმიტრი ხვოსტოვი (დინამო)
16. არტიომ იაკოვენკო (ნიჟნი ნოვგოროდი)
ძირითადი შემადგენლობა. 18 ივლისიდან
1. სერგეი ბიკოვი (ცსკა)
2. ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა)
3. ევგენი ვორონოვი (დინამო)
4. ალექსეი ჟუკანენკო (დინამო)
5. ალექსეი კაუნი (ცსკა)
6. ვიქტორ კეირუ (დინამო)
7. ანდრეი კირილენკო (იუტა, NBA)
8. ტიმოფეი მოზგოვი (დენვერი, NBA)
9. სერგეი მონია (ხიმკი)
10. ანტონ პონკრაშოვი (სპარტაკი)
11. ვიტალი ფრიდზონი (ხიმკი)
12. ჯეი არ ჰოლდენი (ცსკა)
13. ვიქტორ ხრიაპა (ცსკა)
14. ალექსეი შვედი (ცსკა)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული