ფრანგები ჩამოყალიბდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ გადაწყვიტა ესპანური მოდელით დააკომპლექტოს ევროპის ჩემპიონატისთვის თავისი გუნდის შემადგენლობა. ამ მოდელის არსი შემდეგში მდგომარეობს: იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ნამდვილად ითამაშებს ლიტვაში, შეკრების დაწყებამდე ცხადდება, კიდევ ოთხ მოთამაშეს კი კანდიდატის რანგში აიყვანენ ეროვნულ გუნდში და სწორედ ამ კვარტეტიდან შეირჩევა ორი კალათბურთელი საბოლოო განაცხადისთვის.

ასე რომ, ფრანგების დამრიგებელმა მნიშვნელოვნად შეამცირა გაფართოებული შემადგენლობა და ლიტვაში წამსვლელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 16-მდე დაიყვანა. მათი სია ასე გამოიყურება:

მცველები: ტონი პარკერი (სან ანტონიო სპურსი, NBA), ანტუან დიო (ლე მანი),
იანიკ ბოკოლო (გრაველენი), ნანდო დე კოლო (ვალენსია, ესპანეთი);

ფორვარდები: მიკაელ პიეტრუსი (ფინიქსი, NBA), ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი, NBA), მიკაელ ჟელაბალი (ვილერბანი), ბორის დიაო (შარლოტი, NBA), ფლორან პიეტრუსი (ვალენსია, ესპანეთი);

ცენტრები: ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო, NBA), ალი ტრაორე (ვირტუსი, იტალია), რონი ტურიაფი (ნიუ იორკი, NBA).
კანდიდატთა ოთხეულში მოხვდნენ:

მცველები: ენდრიუ ალბისი (პარიზი), ფაბიენ კაზერი (შოლე);

ფორვარდები: შარლ-ლომბარდ კაუდი (ლე მანი), კევინ სერაფინი (ვაშინგტონი, NBA).

არ არის გამორიცხული, ამ სიაში შეიყვანონ "დალასის" მცველი როდრიგ ბობუა, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და ჯერ მისი სპორტული ფორმის შესახებ არაფერია ცნობილი.

სავარაუდოდ, ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ლონდონის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ გამოცხადდება, რომლის გამართვა აგვისტოს შუაში იგეგმება.


* * *
ჯერ შორს არის საბოლოო განაცხადის გამოქვეყნებამდე ჯგუფში საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი - სერბეთის ნაკრები. ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა 19 კალათბურთელი შეარჩია და მოგვიანებით გაარკვევს ხუთ ზედმეტ მოთამაშეს.

ჯგუფში სერბეთისა და საფრანგეთის მეტოქეები იქნებიან გერმანია, ლატვია, ისრაელი და იტალია.

სერბეთის გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მცველები: მილოშ ტეოდოშიჩი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), სტეფან მარკოვიჩი (ბენეტონი, იტალია), მილენკო ტეპიჩი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ალექსანდარ რაშიჩი (ლეტუვოს რიტასი, ლიტვა), უროშ ტრიპკოვიჩი (უნიკახა, ესპანეთი), დრაგან მილოსავლევიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ივან პაუნიჩი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი);

ფორვარდები: მარკო კეშელი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნემანია ბიელიცა (კახა ლაბორალი, ესპანეთი), მილან მაჩვანი (მაკაბი, ისრაელი), მარკო ჩაკარევიჩი (რადნიჩკი, სერბეთი), დუშკო სავანოვიჩი (ეფესი, თურქეთი), ნოვიცა ველიჩკოვიჩი (რეალი, ესპანეთი);

ცენტრები: მილოვან რაკოვიჩი (მონტეპასკი, იტალია), ივან რადენოვიჩი (მენორკა, ესპანეთი), ნენად კრსტიჩი (ბოსტონი, NBA), კოსტა პეროვიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), მიროსლავ რადულიცა (ალბა, გერმანია), ბობან მარიანოვიჩი (ჟალგირისი, ლიტვა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული