"დიდი ხნის დასვენება არ გამოგვივიდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ეროვნული გუნდისთვის დახმარება. ყველაფერი გავაკეთებ იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან შეხვედრას", - განაცხადა დირკ ნოვიცკიმ.
* * *
ერთი კალათბურთელი დაკარგა თურქეთის ნაკრებმა - ბოლო ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა "ეფეს პილსენის" მძიმე ფორვარდმა ქერემ გიონლუმმა. ის დაახლოებით ნახევარი წელი ვერ შეძლებს თამაშს. შესაბამისად, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ორჰიუნ ენე
გასულ სეზონში გიონლუმი თურქეთის ჩემპიონატში საშუალოდ 12.0 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებდა.
* * *
ლოკაუტის გამო, შესაძლოა, 2012 წელს NBA-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" არ გაიმართოს.
როგორც ერთ-ერთი კლუბის მფლობელმა განაცხადა, რომ საგაისო "ოლ სტარი" საფრთხის ქვეშაა. სავარაუდოდ, მატჩი, რომელსაც 26 თებერვალს ორლანდომ უნდა
უმასპინძლოს, გაუქმდება.
ანალიტიკოსები აანალიზებენ მფლობელის ამ სიტყვებს და აცხადებენ, რომ ლოკაუტი, როგორც მინიმუმ, მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"