ამჟამად ევროპის მოქმედი ჩემპიონის საწვრთნელ შეკრებაზე 15 კალათბურთელი იმყოფება. აქედან ლიტვაში 12 მოთამაშე გაემგზავრება.
ესპანელთა დამრიგებლის სერჯო სკარიოლოს არჩევანი ასე გამოიყურება:
მცველები - ხოსე კალდერონი ("ტორონტო", NBA), რიკი რუბიო ("მინესოტა", NBA), ხუან კარლოს ნავარო, ვიქტორ სადა (ორივე - "ბარსელონა"), სერხიო ლიული ("რეალი"), რაფაელ მარტინესი ("ვალენსია");
ფორვარდები - რუდი ფერნანდესი ("პორტლენდი", NBA), კარლოს სუარესი ("რეალი"), ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა
ცენტრები - ფელიპე რეიესი ("რეალი"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა-სიტი", NBA), პაუ გასოლი ("ლეიკერსი", NBA), მარკ გასოლი ("მემფისი" NBA), ხავი რეი ("გრან კანარია").
ლიტვაში ესპანეთი A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან თურქეთის, ლიტვის, ბრიტანეთის, პოლონეთის ნაკრებები, აგრეთვე საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული.
* * *
ევრობასკეტის პარალელურად ამერიკის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ასევე გათამაშდება ოლიმპიური საგზურები. ესპანეთის მსგავსად, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას ახერხებს არგენტინის ნაკრები.
ქვეყნის კალათბურთის კონფედერაციამ შეძლო გუნდის ლიდერებისთვის - მანუ ჯინობილისთვის, ლუის სკოლასთვის, ანდრეს ნოჩიონისა და კარლოს დელფინოსთვის დაზღვევის თანხის მოძიება. ასე რომ, NBA-ის ლეგიონერები დაეხმარებიან არგენტინას შესარჩევ ტურნირში. თავისი ვარსკვლავების დაზღვევისთვის კონფედერაციას 540 ათასი დოლარის დახარჯვა მოუწევს.
"ჩვენ შევძელით დაზღვევის საკითხის მოგვარება, ასე რომ, NBA-ში შეუძლიათ აღარ ინერვიულონ თავიანთი კალათბურთელების ჯანმრთელობაზე", - წერია კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
* * *
"მილუოკი ბაქსის" ძირითადმა ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა ლოკაუტის პერიოდში ავსტრალიის ნაკრებში მწვრთნელად მუშაობა გადაწყვიტა. ამ გუნდს მალე ოკეანეთის ჩემპიონატში ლონდონის ზაფხულის თამაშების საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს.
ბოგუტი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბრეტ ბრაუნის თანაშემწე იქნება. ენდრიუს ეროვნულ გუნდში თამაში სურდა, მაგრამ ავსტრალიის კალათბურთის ფედერაციას "ბაქსის" ცენტრის დაზღვევისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"