საფრანგეთი დაკომპლექტდა

AutoSharing Option
ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ ევრობასკეტისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. ორი ზედმეტი კალათბურთელი აღმოჩნდა ცენტრი ალი ტრაორე და მცველი აბდულაიე მ'ბაიე. ამ უკანასკნელის საწვრთნელი შეკრებიდან გაშვება სიუპრიზი არ ყოფილა, ტრაორეს მიმართ კი მწვრთნელს კომენტარის გაკეთება მოუწია.

"დიახ, გადავწყვიტეთ ლიტვაში ტრაორეს გარეშე გამგზავრება. ის 2010 წელს ბრწყინვალე იყო, ამიტომაც მოხვდა ჩვენს მთავარ სიაში. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით თუ კევინ სერაფინი ასეთ დონეზე ითამაშებდა. მართალია, ტრაორეს ოდნავ ხისტად მოვექეცით, მაგრამ ახლა მთავარი საფრანგეთის ნაკრების ინტერესებია", - განაცხადა ვენსან კოლემ.

ასე რომ, საფრანგეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:
მცველები: ტონი პარკერი (სან ანტონიო, NBA), ანტუან დიო (ლე მანი), ნანდო დე კოლო (ვალენსია, ესპანეთი), ენდრიუ ალბისი (პარიზი);
ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი, NBA), მიკაელ ჟელაბალი (ვილერბანი), ბორის დიაო (შარლოტი, NBA), ფლორან პიეტრუსი (ვალენსია, NBA), შარლ-ლომბარდ კაუდი (ლე მანი), კევინ სერაფინი (ვაშინგტონი, NBA);
ცენტრები: ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო, NBA), რონი ტურიაფი (ნიუ იორკი, NBA).

* * *
პოლონეთის ნაკრებს კი თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს ლიტვაში ევრობასკეტზე თამაში. გუნდის წამყვან ცენტრს მარცინ გორტატს ძალიან უნდოდა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა, მაგრამ პოლონეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ მოაგვარა კალათბურთელის დაზღვევის საკითხი. პრობლემის გადაჭრას ორი მილიონი დოლარი სჭირდებოდა, მაგრამ პოლონურმა მხარემ ასეთ თანხას თავი ვერ მოუყარა. საინტერესოა, რომ ასეთივე სადაზღვევო თანხაა მითითებული ევრობასკეტის ორი ვარსკვლავის - ესპანელი პაუ გასოლისა და იტალიელი ანდრეა ბარნიანის კონტრაქტებში.

ასე რომ, პოლონეთის ნაკრებს მეორე სერიოზული დანაკლისი აქვს. უფრო ადრე ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა "კახა ლაბორალის" ფორვარდმა მაცეი ლიამპემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული