პორტუგალია და ფინეთი ევრობასკეტზე მოხვდნენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის 2 ვაკანტური ადგილი ფინეთმა და პორტუგალიამ შეავსეს. შესაბამისად, უნგრეთი კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩა. ეს ამბავი საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გადაწყდა.

პორტუგალიამ უნგრეთი სტუმრად დაამარცხა, შესაბამისად, ფინეთმა და პორტუგალიამ 1-2 ადგილები გაინაღდეს. მას შემდეგ, რაც საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება, გვეცოდინება, ევრობასკეტზე რომელი გუნდი რომელ ჯგუფში მოხვდება.

პირველადგილოსანი იასპარეზებს ჩ ჯგუფში საბერძნეთთან, ხორვატიასთან, ჩერნოგორიასთან, მაკედონიასთან და ბოსნიასთან ერთად. საკვალიფიკაციოში მეორე ადგილზე გასული კი - "სიკვდილის ჯგუფში": ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, ბრიტანეთი, პოლონეთი გამოვა.

ასე რომ, 24 აგვისტოს, პორტუგალია-ფინეთის მატჩს დამატებითი
ინტრიგა ახლავს - ორივე გუნდი ეცდება საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულოს, რათა ესპანეთის ჯგუფში არ მოხვდეს.

დამატებითი საკვალიფიკაციო რაუნდი


პორტუგალია-უნგრეთი 71:66

უნგრეთი-ფინეთი 73:75
ფინეთი-პორტუგალია 68:56
უნგრეთი-პორტუგალია 57:66

გუნდი                    თ  მ    წ         სხ        ქ
1. პორტუგალია      3   2   1    193:191   5
2. ფინეთი              2   2    0   143:129    4
3. უნგრეთი            3   0   3    196:212    3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული