არც კასპი, არც ველიჩკოვიჩი

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ევრობასკეტზე სერბეთის ნაკრებს დააკლდება ახალგაზრდა ფორვარდი ნოვიცა ველიჩკოვიჩი. გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ მადრიდის "რეალის" კალათბურთელმა ვერ მოასწრო აღდგენა კონტინენტის პირველობისთვის. მან ტრავმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ექიმების დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, ბრძოლის მიღმა აღმოჩნდა.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელს ისედაც აწუხებდა მუხლი მთელი სეზონის განმავლობაში.

ასევე გაირკვა, რომ "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ომრი კასპი ევრობასკეტზე ისრაელის ნაკრებს ვერ დაეხმარება. 23 წლის მოთამაშეს ასევე ფეხთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და არ სურს რისკზე წასვლა. ამიტომაც თავი შეიკავა ლიტვაში გამგზავრებისგან.

ისრაელის
ნაკრების ლიდერის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. კასპიმ ვერ შეათანხმა კონტრაქტის პირობები თელ-ავივის "მაკაბისთან" და ამიტომაც ლოკაუტის პერიოდში სამშობლოში არ დაბრუნდება.

როგორც ESPN წერს, ომრი ამჟამად საფრანგეთის "ვილერბანთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და შესაძლოა, ამ გუნდში გააგრძელოს კარიერა. სხვათა შორის, "ვილერბანის" აქციათა ნაწილი "სან ანტონიო სპურსის" ვარსკვლავს ტონი პარკერს ეკუთვნის.

* * *
საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ შემცვლელი მოუნახა ტრავმირებულ მცველს ანტუან დიოს. გუნდის დამრიგებელმა შეკრებაზე მიიწვია 30 წლის სტიდ შიკამბუ, რომელიც საფრანგეთის ლიგაში მონაწილე "შალონის" წევრია.

გასულ სეზონში საფრანგეთის ნაკრების ახალწვეულის სტატისტიკა 8.0 ქულასა და 4.1 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული