ვოლკოვი: მესამე ადგილისთვის საქართველოს, ბელგიას და ბულგარეთს უნდა ვეომოთ

AutoSharing Option
უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, ფავორიტი რუსეთის და სლოვენიის ნაკრებია.

"მიმაჩნია, რომ ჩვენს ჯგუფში ფავორიტი რუსეთი და სლოვენიაა. ყველა დანარჩენ ნაკრებს მეორე ეტაპზე გამსვლელი მესამე ადგილის მოპოვების თანაბარი შანსი აქვს. ამისთვის ჩვენ ბულგარეთთან, საქართველოსთან და ბელგიასთან ვიბრძოლებთ.

მიუხედავად ამისა, რუსეთთან და სლოვენიასთან მოსაგებად ვითამაშებთ. სხვაგვარად როგორ იქნება? ფავორიტები ისინი მხოლოდ ქაღალდზე არიან. კონკრეტულ მატჩში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დიახ, საერთოდ ტურნირი ბევრ სიურპრიზს მოგვიტანს. მათ შორის იმ გუნდების მხრიდანაც,
რომლებიც ევრობასკეტზე მისი გაფართოების წყალობით მოხვდნენ".

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული