"კრუზენშტერნმა" კურსი რუსეთი-საქართველოს მატჩის გამო შეცვალა

AutoSharing Option
ბალტიის სახელმწიფო აკადემიის ფლოტისა და კალინინგრადის საზღვაო კოლეჯის 120 კურსანტმა, რომლებიც საზღვაო ლაშქრობაში "კრუზენშტერნის" იალქნიანი გემით არიან გასული, თავისი მარშრუტი შეცვალეს და ლიტვაში რუსეთისა და საქართველოს შეხვედრას დაესწრებიან, რათა თავის გუნდს უგულშემატკივრონ.

120 კურსანტს კალინინგრადის წარმომადგენლობითი დელეგაციაც შეუერთდება, რომელიც 50 კაცისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა გუშინ უკრაინას 73:64 სძლია, ხოლო ქართველმა კალათბურთელებმა ბელგიელები 81:59 დაამარცხეს. ჩვენ ნაკრებს მხარს 500 გულშემატკივარი უჭერდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული