"ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი, ძლიერი მოთამაშეები არ აკლდა"

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მცველი სერგეი ბიკოვი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო იმით, რომ დარბაზი ბოლომდე გაივსო.

- ძალიან რთული თამაში გამოდგა. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს მატჩზე ანშლაგი იყო, თუმცა მაყურებელთა უმრავლესობა ჩვენ არ გვიჭერდა მხარს. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი, ძლიერი მოთამაშეები არ აკლდა. მაგრამ მატჩის წინ მწვრთნელებმა ეს გუნდი სრულად გაარჩიეს და აგვიხსნეს, როგორ უნდა გვემქმედა ამა თუ იმ ეპიზოდში. მოხარული ვარ, რომ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შევძელით.

- რატომ გადადიოდით დღეს შეტევაში ასე იშვიათად ( 27.5 წუთის მანძილზე ბიკოვმა თამაშიდან
სულ 2 ტყორცნა შაუსრულა და ორივე არაზუსტი)?

- ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. არ მინდა ჩემი შეტევითი შესაძლებლობები დავაკნინო, მაგრამ დღეს ვცდილობდი, პარტნიორებს მაქსიმალურად დავხმარებოდი. საბედნიეროდ, შეტევაში, ფლანგებზე ყოველთვის შესანიშნავი სნაიპერები გვყავდა და მხოლოდ ბურთის მათთვის თავის დროზე მიწოდება იყო საჭირო. გავიმარჯვეთ, მაშასადამე ყველაფერი სწორად გავაკეთე.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული