ჟურნალისტმა მას აცნობა, რომ რუსეთის ჰიმნის დაწყების დროს ქართველი გულშემატკივრები დემონსტრაციულად დასხდნენ.
"მათთვის საერთოდ არ შემიხედავს - არც თამაშის დროს და არც მანამდე. მარტო ჩვენი გულშემატკივრის ხმები მესმოდა. ქართველები რას აკეთებდნენ ტრიბუნებზე, არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩვენ აქ ლონდონის საგზურისთვის ჩამოვედით და ვცდილობთ, ის მოედანზე მოვიპოვოთ.
თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის და ნაკრების წევრებისთვის სულ ერთია, რა ხდება მეტოქის ქომაგებთან.
კალათბურთი კალათბურთია, ამა თუ იმ სახელმწიფოს ჰიმნის ჟღერისას ფეხზე ადგომა - იმ სახელმწიფოს პატივისცემა. ხოლო აი, პირადად მე რუსეთის [მინიმუმ] დღევანდელ სახელმწიფოს პატივს არ ვცემ - იმის მიუხედავად, მიშას ჰალსტუხი აქვს ნაჭამი თუ თავისი ყველაყისა.